ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 04.10.2022
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.10.2022
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2015 წლის 2 მარტი
დ.ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და ,„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი თანდართული ფორმების (ფორმა №1, 2, 3, 4) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №24 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ არასამეწარმეო(არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/06/2011).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. დაწესებულების ხელმძღვანელი - მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
5. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვეტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისია ხელმძღვანელობს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით.
3. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან. მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი).
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია.
7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის ამ წესის თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 ან №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ - ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპიური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3) და წარუდგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ აქტებს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოსათვლელად ივსება ფორმა №4, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 9🔗.
მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი
ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა № 1 და/ან ფორმა № 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა № 3) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
მუხლი 10🔗.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. თვითმმართველი ერთეულის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი ქონების ჩამოწერის საკითხს იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთვოდეს კომისიის
მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3. დოკუმენტაციაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. თვითმმართველი ერთეულის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს (გარდა ძირითადი ქონებისა), ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.