„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №12216
2013 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“შემოსავლების სამსახურის უფროსის
2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი პირადნომრიანი ბეჭდების და შტამპების გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის“ (დანართი №2):
ა.ა) მე-2 მუხლის:
ა.ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შტამპის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო ორგანოს იმ თანამშრომელს, რომლის სახელზეც, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემულია შტამპი.“;
ა.ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირადნომრიანი ბეჭედი ძალაშია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელზე მისი გაცემის დღიდან.“;
ა.ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში (ASYCUDA) დაშვების, სისტემაში დაშვების შეჩერების ან გაუქმების ან/და სამსახურებრივი ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს პირადნომრიანი ბეჭდის მოქმედების ძალაში შესვლის, შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტი ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) ან/და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი ადგილმონაცვლეობის შესახებ ბრძანების ასლის დაუყოვნებლივ გადაგზავნას სამსახურის
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, ინფორმაციის გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“.
ბ) №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ხუციშვილი
სამსახურის უფროსი
შემოსავლების სამსახური