ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 06.03.2017
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 627 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
06.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2015 წლის 27 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №20 დადგენილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე ს/კ 010260020.35.124.000553). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტისა  და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური  1. კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხთა, ძეგლთა დაცვის და ინკლუზიური სწავლების საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ბაღდათი წერეთლის ქ.№9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით  და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მეხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდოლოგიისათვის წინადადებების შემუშავებას; გ) მუნიციპალიტეტში მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილების ეფექტურობის მიზნით პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავებას; დ) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდის უზრუნველყოფას; ე) სპორტის  მუნიციპალურ  პროგრამათა   განხორციელების   კოორდინაციას; ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას; კ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამებისა და წინადადებების შემუშავებას. ამ მიზნით მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას; ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა  და ხალხური  ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების  შენარჩუნებასა  და  პოპულარიზაციას მ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის  ხელშეწყობას; ნ) სპორტის  მუნიციპალურ  პროგრამათა   განხორციელების   კოორდინაცია; ო) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური  დახმარების  გაწევა; პ) წინადადებების შემუშავება მასობრივ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე; ჟ) ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ - გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; რ)  სპორტის  სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას ს) ინკლუზიური განვითარების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და შშმ პირთა საზოგადოებაში ინტგრაციაზე ზრუნვის უზრუნველყოფას; ტ) შშმ პირთათვის სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამებისა და რონისძიებების უზრუნველყოფას; უ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  შესაბამისი სფეროს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების  საქმიანობის  კოორდინაცია; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.