⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.04.2016)
გაუქმებულია:

მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 05.04.2016
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.103.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 256 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
05.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2015 წლის 27 თებერვალი დ. მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  ნაწილის   ,,ე“ პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  ,,მუნიციპალიტეტის  ქონების  პრივატიზების,  სარგებლობისა და  მართვის  უფლებებით გადაცემის,  საწყისი საპრივატიზებო  საფასურის,  ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის  განსაზღვრის და  ანგარიშსწორების  წესების  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗   მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწისა)   და მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის  საფუძველზე  დადგენილი  ფასის ოდენობით. მუხლი 2🔗    მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების  სარგებლობის  უფლებით  გადაცემისას ქირის საწყისი საფასური  განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის  საფუძველზე დადგენილი, საწყისი  საპრივატიზებო საფასურის    6%–ის ოდენობით. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის  სარგებლობის  უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასური განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის  (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი, საწყისი  საპრივატიზებო  საფასურის 7% – ის ოდენობით. მუხლი 4🔗  წილების/აქციების  აუქციონის  ფორმით  პრივატიზებისას  საწყისი  საპრივატიზებო  საფასური  განისაზღვროს  დამოუკიდებელი  აუდიტორის (ექსპერტი)  დასკვნის  საფუძველზე  დადგენილი  ფასის ოდენობით. მუხლი 5🔗 წილები /აქციების  აუქციონის ფორმით  მართვის უფლებით გადაცემისას  მართვის  უფლებით  გადაცემის  საწყისი საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ დაგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი  საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ  6 %-ის ოდენობით. მუხლი 6🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე