„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.153.016264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება  „მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №8 დადგენილებაში, კერძოდ შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი



დანართი 2

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია

პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №

                                                             

    ქ. მცხეთა                                                                                                 “-------” -------------------”                   

 

1. წინამდებარე ოქმი  გაიცა 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის)  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 

2. მასზედ, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად  მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)  

 

ქონების საწყისი ფასი    ------------------           (---------------------------------------------------------) ლარი

                                                         (ციფრებით)                                 (სიტყვიერად)

 

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის

 მიერ 20        წლის “-------”  “-------------------------------”  მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

 

შემოთავაზებული ფასის  ---------------------  (-----------------------------------------------------) ლარი

                                                    (ციფრებით)                                   (სიტყვიერად )

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას "სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან,

მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თოაბაზე )   - ----------------------------------- შემდგომში ქონება.

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით

გათვალისწინებულ  ვადაში  ---------------------------

შემდეგ საბანკო ანგარიშზე № --------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) ------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ------------------------------------------------------------------------------------------------

გ) ------------------------------------------------------------------------------------------------

დ) -----------------------------------------------------------------------------------------------

ე) ------------------------------------------------------------------------------------------------

ვ) ------------------------------------------------------------------------------------------------

ზ) -----------------------------------------------------------------------------------------------

თ) და ა.შ.

7. მყიდველს გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ)  საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ წინამდებარე ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

11. წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (წინამდებარე ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

12.  მყიდველის მიერ საპრივატიზებო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 13.   მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 14. მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

 15. წინამდებარე ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 16. წინამდებარე ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

  17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

 18. წინამდებარე ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

     ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

     ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

      გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კომისიის თავმჯდომარე   /                   /      /                                     / 

                                                    ხელმოწერა                          სახელი, გვარი

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)       /                         /          /                               /

                                                                                                          ხელმოწერა                               სახელი, გვარი

                                                                  

  ბ. ა.