ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 13.04.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.174.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ქვეზონები | ქ. გორის ზონების (ქვეზონების) აღწერა |
| 3 ქვეზონა | ზემოთ აღნიშნული საზღვრების გარდა დარჩენილი ქალაქის ტერიტორია. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.04.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის 5(ხუთი) ფურცლად).
მუხლი 2🔗
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K განისაზღვროს 150-ის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5;
ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4;
გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3;
დ) შუალედური ზონა -1,0;
ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9;
ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8;
ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7.
მუხლი 4🔗
განისაზღვროს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი ზონის ქვეზონების მიხედვით დანართი 1-ის შესაბამისად (თან ერთვის 1(ერთი) ფურცლად) .
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი 1
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონის და ქვეზონების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K , სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG - არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
გ.ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5;
გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4;
გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3;
გ.დ) შუალედური ზონა - 1,0;
გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9;
გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8;
გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7;
დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი) ტოლია;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.
მუხლი 2🔗
დანართის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - CN= 35.10 ლარი(ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი);
ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - CN= 32.76 ლარი(ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი);
გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - CN= 30.42 ლარი(ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი);
დ) შუალედური ზონა - CN= 23.4 ლარი(ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი);
ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - CN= 21.06 ლარი(ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი);
ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - CN= 18.72 ლარი(თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი);
ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - CN= 16.38 ლარი(თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი).
დანართი 2
ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირება
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის
ქვეზონები
ქ. გორის ზონების (ქვეზონების) აღწერა
ლოკალური
ტერიტორიული
ინდექსი IТL
ცენტრალური ზონა
1 ქვეზონა
ჯორბენაძის ქუჩა- მდ. ლიახვიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა-ჯორბენაძის ქუჩიდან გვერდწითელის ქუჩამდე; გვერდწითელის ქუჩა-ყიფიანის ქუჩიდან ყოფილი „სოფტექნიკის“ ტერიტორიის დასავლეთ ღობემდე; ყოფილი „სოფტექნიკის“ ტერიტორიის დასავლეთი ღობე-გვერდწითელის ქუჩიდან №5 სამხედრო ბრიგადის ტერიტორიის სამხრეთით მდებარე გზამდე; №5 სამხედრო ბრიგადის ტერიტორიის სამხრეთით მდებარე გზა-„სოფტექნიკის“ დასავლეთი ღობიდან ცხინვალის გზატკეცილამდე; ცხინვალის გზატკეცილი- №5 სამხედრო ბრიგადის სამხრეთ ღობიდან ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობემდე; ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობე- ცხინვალის გზატკეცილიდან მდინარე ფშანამდე; მდინარე ფშანი-ახალი საკოლმეურნეო ბაზრის ჩრდილოეთ ღობიდან მდინარე მეჯუდის შესართავამდე; მდინარე მეჯუდა-მდინარე ფშანის შესართავიდან კახნიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე; კანიაშვილის ქუჩა-მდინარე მეჯუდიდან ჭანტურიას ქუჩის გავლით დავით აღმაშენებლის გამზირამდე; დავით აღმაშენებლის გამზირი-ჭანტურიას ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა-აღმაშენებლის გამზირიდან ჩოჩიშვილის ქუჩამდე; ჩოჩიშვილის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე; მდინარე მტკვარი- ჩოჩიშვილის ქუჩიდან მდინარე ლიახვის შესართავამდე; მდინარე ლიახვი-მდინარე მტკვრის შესართავიდან ჯორბენაძის ქუჩის კვეთამდე.
2 ქვეზონა
მდინარე მეჯუდა-კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; პუშკინის ქუჩა- მდინარე მეჯუდიდან აღმაშენებლის გამზირამდე; აღმაშენებლის გამზირი- პუშკინის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე; ჭანტურიას ქუჩა- აღმაშენებლის გამზირიდან კახნიაშვილის ქუჩის გავლით მდინარე მეჯუდამდე.
3 ქვეზონა
ა) ჩოჩიშვილის ქუჩა-ძმები რომელაშვილების ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა- ჩოჩიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე; აღმაშენებლის გამზირი-თამარ მეფის ქუჩიდან ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთამდე; ძმები რომელაშვილების ქუჩა-აღმაშენებლის ქუჩიდან ჩოჩიშვილის ქუჩამდე;
ბ) მდინარე ლიახვი- ჯორბენაძის ქუჩიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა-მდინარე ლიახვიდან იოსებიძის ქუჩამდე; იოსებიძის ქუჩა- ალ.ჯავახიშვილის ქუჩიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა-იოსებიძის ქუჩიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა-ტყვიავის ქუჩიდან ჯორბენაძის ქუჩამდე; ჯორბენაძის ქუჩა- ყიფიანის ქუჩიდან მდინარე ლიახვამდე;
შუალედური ზონა
ჭონქაძის ქუჩა- მდინარე მტკვრიდან მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა- ჭონქაძის ქუჩიდან გორგასალის ქუჩამდე; გორგასალის ქუჩა-მოსკოვის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე; ივ. ჯავახიშვილის ქუჩა- გორგასალის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; გრიბოედოვის ქუჩა- ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მდ. ლიახვის გადაკვეთით მის მარცხენა სანაპირომდე (ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე); მდინარე ლიახვის მარცხენა სანაპირო- ალ.ჯავახიშვილის ქუჩის კვეთიდან მდინარე მტკვრის შესართავამდე; მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო- მდინარე ლიახვის შესართავიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე; ძმები რომელაშვილების ქუჩა-მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა- ძმები რომელაშვილების ქუჩიდან პუშკინის ქუჩის კვეთამდე; პუშკინის ქუჩა-სუხიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯუდამდე; მდინარე მეჯუდა- პუშკინის ქუჩიდან მდინარე ფშანის შესართავამდე; მდინარე ფშანი- მდინარე მეჯუდიდან გურამ პაპიტაშვილის ქუჩამდე; გურამ პაპიტაშვილის ქუჩა - მდინარე ფშანიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა - პაპიტაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა-მელიქიშვილის ქუჩიდან თოიძის ქუჩამდე; თოიძის ქუჩა- ნინოშვილის ქუჩიდან სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა- თოიძის ქუჩიდან ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობემდე; შემდეგ საზღვარი მიჰყვება ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ღობეს და მიჰყვება სამხედრო პოლიგონის დასავლეთ ღობეს სამების ქუჩის გადაკვეთამდე; სამების ქუჩა- სამხედრო პოლიგონის დასავლეთ ღობიდან რაზმაძის ქუჩამდე; რაზმაძის ქუჩა-სამების ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა- რაზმაძის ქუჩიდან ი.აბრამაშვილის ქუჩამდე; ი.აბრამაშვილის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩიდან დ. ჩუბინიშვილის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება მდინარე მტკვრის გადკვეთით გაბაშვილისა და გორიჯვრის ქუჩების კვეთამდე; გაბაშვილის ქუჩა- გორიჯვრის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა- გაბაშვილის ქუჩიდან თრიალეათის ქუჩის გავლით გორიჯვრის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება გზას ელექტროფიკაციის დასახლების დასაწყისამდე საიდანაც მდინარე მტკვრის გადაკვეთით უერთდება ჭონქაძის ქუჩას.
პერიფერიული ზონა
1 ქვეზონა
ა) გორგასლის ქუჩა – ივ.ჯავახიშვილის ქუჩიდან შინდისის გზატკეცილამდე; შემდეგ საზღვარი მდინარე ლიახვის გადაკვეთით მიემართება ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების კვეთამდე; გვერდწითელის ქუჩა– ნადირაძის ქუჩიდან ყიფიანის ქუჩამდე; ყიფიანის ქუჩა– გვერდწითელის ქუჩიდან ტყვიავის ქუჩამდე; ტყვიავის ქუჩა– ყიფიანის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩამდე; იოსებიძის ქუჩა– ტყვიავის ქუჩიდან ალ. ჯავახიშვილის ქუჩამდე; ალ. ჯავახიშვილის ქუჩა– იოსებიძის ქუჩიდან მდინარე ლიახვამდე; შემდეგ საზღვარი მდინარე ლიახვის გადაკვეთით მიემართება გრიბოედოვის ქუჩამდე; გრიბოედოვის ქუჩა– მდინარე ლიახვიდან ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე; ივ. ჯავახიშვილის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩიდან გორგასლის ქუჩამდე;
ბ) მდინარე ფშანი– გურამ პაპიტაშვილის ქუჩიდან ქალაქის ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვრამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ადმინისტრაციულ საზღვარს სამხედრო პოლიგონის ჩრდილოეთ საზღვრის გადაკვეთამდე, საიდანაც მიემართება ყოფილი ავტოკოლონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობის გასწვრივ სუხიშვილის ქუჩამდე; სუხიშვილის ქუჩა– ყოფილი ავტოკოლონის ჩრდილოეთ ღობიდან თოიძის ქუჩამდე; თოიძის ქუჩა– სუხიშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა– თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა– ნინოშვილის ქუჩიდან გ.პაპიტაშვილის ქუჩამდე; გ.პაპიტაშვილის ქუჩა– მელიქიშვილის ქუჩიდან მდინარე ფშანის გადაკვეთამდე;
გ) კეცხოველის ქუჩა – ატენის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე; გაბაშვილის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან გორიჯვრის ქუჩის კვეთამდე; შემდეგ საზღვარი კვეთს მდინარე მტკვარს და მიემართება ჩუბინიშვილისა და ი.აბრამაშვილის ქუჩების კვეთამდე; ი.აბრამაშვილის ქუჩა– დ. ჩუბინიშვილის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩა– ი. აბრამაშვილის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩის კვეთამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით ჩუბინიშვილის ქუჩის ბოლოს კვეთამდე და მდინარე მტკვრის გადაკვეთით უერთდება ქარხნის ქუჩას; ქარხნის ქუჩა– მდინარე მტკვრიდან კეცხოველის ქუჩამდე; კეცხოველის ქუჩა– ქარხნის ქუჩიდან ყოფილი ნავთობ ბაზის დასავლეთ ღობემდე; ყოფილი ნავთობ ბაზის დასავლეთი ღობე– კეცხოველის ქუჩიდან ძმები ზუბიაშვილების ქუჩამდე; ძმები ზუბიაშვილების ქუჩა– ყოფილი ნავთობაზის დასავლეთ ღობიდან არსენა მარაბდელის ქუჩის გავლით სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– მარაბდელის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩამდე; ნავთსადენის ქუჩა– სამადაშვილის ქუჩიდან, ატენის ქუჩის გავლით, კეცხოველის ქუჩამდე.
2 ქვეზონა
ა) ყოფილი ბამბეულის კომბინატის სამხრეთ ღობე – ჭონქაძის ქუჩიდან ცხინვალის რკინიგზის ხაზამდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის აღმოსავლეთ ადმინისტრაციულ საზღვარს წისქვილკომბინატის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობემდე; წისქვილკომბინატის ტერიტორიის ჩრდილოეთ ღობის გავლით საზღვარი კვეთს ცხინვალის რკინიგზის ხაზს, გამოდის შინდისის გზატკეცილზე და ყოფილი სახლმშენებელი კომბინატის გადასახვევის გავლით მიემართება მდინარე ლიახვამდე; მდინარე ლიახვიდან საზღვარი ე.წ.“ტიუმენის“ დასახლებაში შემავალი გზის გავლით მიემართება ცხინვალის გზატკეცილამდე; ცხინვალის გზატკეცილი– ე.წ. „ვოლოგდის“ გადასახვევიდან მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ჩრდილოეთ ღობემდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება კეთილმოწყობის სამსახურის ჩრდიოეთ ღობეს, მიემართება ყოფილი „სოფტექნიკის“ დასავლეთი ღობის გავლით გვერდწითელის ქუჩამდე; გვერდწითელის ქუჩა– ყოფილი “სოფტექნიკის“ დასავლეთ ღობიდან ნადირაძის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება შინდისის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩების კვეთამდე; გორგასლის ქუჩა– შინდისის გზატკეცილიდან მოსკოვის ქუჩამდე; მოსკოვის ქუჩა– გორგასალის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე; ჭონქაძის ქუჩა– მოსკოვის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე;
ბ) გორიჯვრის ქუჩა– ქუჩის დასაწყისიდან ქართლის ქუჩამდე; ქართლის ქუჩა– გორიჯვრის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე; ატენის ქუჩა– ქართლის ქუჩიდან ნავთსადენის ქუჩის გავლით სამადაშვილის ქუჩამდე; სამადაშვილის ქუჩა– ნავთსადენის ქუჩიდან მარაბდელის ქუჩამდე; შემდეგ საზღვარი მიემართება მარაბდელის ქუჩისა და ძმები ზუბაშვილების ქუჩის გავლით ყოფილი ნავთობბაზის დასავლეთ ღობემდე და ამ უკანასკნელის გავლით გამოდის კეცხოველის ქუჩაზე; კეცხოველის ქუჩა– ყოფილი ნავთობბაზის დასავლეთ ღობიდან შრომის ქუჩამდე; შრომის ქუჩა– კეცხოველის ქუჩიდან მდინარე მტკვრამდე; შემდეგ საზღვარი, მდინარე მტკვრის გადაკვეთით და ჩუბინიშვილის ქუჩის ბოლო წერტილის გავლით, უერთდება თამარ მეფის და რაზმაძის ქუჩის კვეთას; რაზმაძის ქუჩა– თამარ მეფიდან სამების ქუჩამდე; სამების ქუჩა– რაზმაძის ქუჩიდან ქვის დამამზადებელ საამქრომდე; შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით ღამბარაულის ქუჩის გავლით თამარ მეფის ქუჩამდე; თამარ მეფის ქუჩიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდინარე მტკვრის გადაკვეთით შპალსაჟღენთი ქარხნის აღმოსავლეთ ღობემდე; შემდეგ საზღვარი მიუყვება ქალაქის სამხრეთ ადმინისტრაციულ საზღვარს და სადგურის დასახლების აღმოსავლეთ საზღვართან უერთდება გორიჯვრის ქუჩას;
3 ქვეზონა
ზემოთ აღნიშნული საზღვრების გარდა დარჩენილი ქალაქის ტერიტორია.