მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების, შემოწმების აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებლო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტისა და მითითების ფორმები დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო
საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების აქტი №
ქ. მცხეთა შედგენის თარიღი---------------
დამრღვევის დასახელება და მისამართი -------------------------------------------------------------------
(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
( მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
დამრღვევს --------------------------------------- მიეცა №------- მითითება -------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(უფლებამოსილი ორგანოს მითითება)
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” საქართველოს კანონის მე-25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:
1. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ მითითება დამრღვევის მიერ შესრულდა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დარღვევის სახეები)
აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება
ა) შესრულდა;
ბ) არ შესრულდა;
გ) არადროულად სრულდა.
აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის თარიღი: -------------------------------------------------------------------------------------------------
აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო: -----------------------------------------------------------------------------------------
დანართი 2
1.
მცხეთის მუნიციპალიეტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო
საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
მ ი თ ი თ ე ბ ა №------
ქ. მცხეთა შედგენის თარიღი: ---------------------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი --------------------------------------------------------------------------
(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი -----------------------------------------------------------------------------
(მისამართი, საკადასტრო კოდი)
დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
საქართველოს კანონის ------------ მუხლის --------------- ------------------------------------
დარღვევის გამოსწორების ვადა --------------------------------------------------- დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: -------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
შედგენის თარიღი:--------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო ------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრრღვევის მიმართ მითითების გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნტი).
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).
მცხეთის მუნიციპალიეტეტის გამგებლის მიერ („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისთვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).