აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.165.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,446 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2016 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.03.2015 ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2018 საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.06.2015 თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, მონაწილის ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 27 თებერვალი ქ. საგარეჯო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე ნაწილისა და  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების  შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს "აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №21 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული დანართი №1  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  ოქმი  N-------  -------/-------/----------                                                                                                             ქ. საგარეჯო  (რიცხვი,  თვე,   წელი) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ___________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________                   - აუქციონში გამარჯვებულ პირზე ____________________________________________________________________________________  (აუქციონში გამარჯვებულის (ტექსტში შემდგომში – მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე -----------------------------------------------------------------------------------------------------   (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი   ---------------   (-----------------------------------------)                                            (ციფრებით)                    (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ------------ (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:        ----------------------       (–----------------------------------)                (ციფრებით)                      (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად,  ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________  (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში - ქონება.  აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ---------- (------------------------) ლარი                                                                                                                 (ციფრებით)           (სიტყვიერად)   სრულად გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №–––––––––––––––––––– მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი ––––––––––––, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან. 2.    მყიდველს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან. 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 6. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე გამყიდველი -----------------------------------------------       -----------------------------                    (სახელი, გვარი)                                                     (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი:  მყიდველი --------------------------------------------------    -------------------------------                  (სახელი, გვარი)                                                     (ხელმოწერა) ---------------------------------- ბ. ა. დანართი №2  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი                                                                                           N-------  -------/-------/----------                                                                                                     ქ. საგარეჯო  (რიცხვი,  თვე,   წელი) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა _______________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________                                      - პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე ___________________________________________________________________________________ (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზე, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად,  ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)  მდებარე ----------------------------------------------------------------------------------------------------                                                                       (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი   ---------------   (-----------------------------------------) ლარი.                                                   (ციფრებით)                       (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ------------- (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:   ---------------------------              –––––––------------------------------                                (ციფრებით)                                             (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა _________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში ქონება მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: 1. ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ---------------- (----------------------------) ლარი                                                                              (ციფრებით)          (სიტყვიერად) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ----------------------------------------------------------------- ვადაში                                                                                (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა) შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––– მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი –––––-----------  საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან. ___________________________________________________________________________________ ბ) ___________________________________________________________________________________ გ)  ___________________________________________________________________________________ დ) ____________________________________________________________________________________  ე) ____________________________________________________________________________________ 2. სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. მყიდველი ვალდებულია შეძენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 6. ოქმის გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 7. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 9. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას. 10. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადაო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად,  ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე გამყიდველი -----------------------------------------------       -----------------------------       (სახელი, გვარი)                                                      (ხელმოწერა)         აუქციონში გამარჯვებული პირი მყიდველი --------------------------------------------------      -------------------------------   (სახელი, გვარი)                                                       (ხელმოწერა) ---------------------------------- ბ. ა. დანართი №3 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა   №       --------                     (ფორმა) ეძლევა _________________________________________________________________________________________________     ________________________________________________________________________________________________________                                                                   (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში                                                                                                                                                                                                                         (ქონების დასახელება და მისამართი)                                                                                                               (პირობა) მიწის ფართობი                                                                                                                                                        _________                                                               (კვ.მ)                                 (მიწათსარგებლობის ფორმა) საფუძველი:     _____________________________________________________________________________ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი და ნომერი                                                                    მოწმობა შედგენილია 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა __________________________________________________________________________________________                                                  (მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება) რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ორი ეგზემპლარი ინახება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.  მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.             გაცემულია     20   წლის   ___________________ ბ.ა.