ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2015
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის
ფორმების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2015 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 120-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 2 ფურცლად);
ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №2 -ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 3 ფურცლად);
გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა თანდართული დანართი №3 -ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 4 ფურცლად);
დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა თანდართული დანართი №4-ის შესაბამისად (დანართი №4 თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2🔗
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე გადაწყვეტილების თანდართულ ფორმებს მიუხედავად ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირგასამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს, „ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს.
მუხლი 5🔗
ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი, აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 6🔗
ელექტრონულ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი