⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.05.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 10.05.2016
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.107.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 311 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
10.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2015 წლის 2 მარტი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის  პირველი  ნაწილის  „ე“  პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  61–ე მუხლის მე–2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლისა და  ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა)და მოძრავი ნივთის  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას   ქირის საწყისი საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი )დასკვნის  საფუძველზე დადგენილი, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 8%-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის  სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი )დასკვნის  საფუძველზე დადგენილი, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 18%-ის ოდენობით. მუხლი 4🔗 ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, მუნიციპალიტეტის ქონების, სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 5🔗 წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 6🔗 წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას  მართვის უფლებით გადაცემის  საწყისი   საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვროს  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ  5%-ის ოდენობით. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა