„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ორგანო.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკრეტული პროდუქციის/საქონლის პარტიის მიმართ ტექნიკურ რეგლამენტს შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულება ან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება პროდუქციის/საქონლის პარტიის შესაბამისობის შეფასების პროცედურები. შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით:
ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით;
ბ) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3179-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3179. სარეგისტრაციო კოდი — 300.170.000.05.001.002.295.
- სად არის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3179, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.170.000.05.001.002.295 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27556/