⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.03.2016)
გაუქმებულია:

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 22.03.2016
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.149.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 642 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2015 მიღება
22.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.47 0.7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №9 2015 წლის 2 მარტი ქ. კასპი კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის ( თან ერთვის 1 ფურცლად) შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კასპის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად ( თან ერთვის 1 ფურცლად). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №6 დადგენილება  (www.matsne.gov.ge 20/02/2013; 200140030.35.149.016138). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე დანართი №1 კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. კასპში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია კასპის ზონირების საფუძველზე შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMGXITLXCXK, სადაც: ა)         CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)         IMG არის  კასპის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს; გ)         ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა)      ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ)      შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ)      პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ)       C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე)         K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 25-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით  კასპში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN ცენტრალური ზონა 0.47 1.3 0.24 25 3.666 შუალედური ზონა 0.47 1 0.24 25 2.82 პერიფერიული ზონა 0.47 0.7 0.24 25 1.974 3. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.846 ლარს. 4. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.705 ლარს. 5. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,833 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. დანართი №2 კასპის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1,3: გიორგი სააკაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთიდან ერეკლეს ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩა ე/წ წყალსაქაჩამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა წულუკიძის ქუჩისა და გორის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა. შუალედური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1: ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, გორის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ენგელსის, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, მახარაძის ქუჩები, გიორგი სააკაძის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან ე/წ რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე. პერიფერიული ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 0,7: ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, გიორგი სააკაძის ქუჩა-ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. ვარჯაანი, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი.