ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული სანქციები

მიღების თარიღი 05.03.2015
ძალის დაკარგვა 02.04.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 459 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2015 მიღება
02.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული სანქციები ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №9 2015 წლის 5 მარტი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული სანქციები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე, ის დასახლებული ტერიტორიები (დანართი N1), სადაც ფიზიკური პირებისთვის, 2016 წლის 15 იანვრამდე, არ იმოქმედებს სანქციები: 1. 2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე; 2. 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე; 3. დიდი მოცულობის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც  2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის (დანართი N2). მუხლი 3🔗 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია, ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენის ღია წესით დაწვაზე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი დანართი 1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე  დასახლებული ტერიტორიები ორპირის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის ზოლი; სოფ. ნაბოსლევის ცენტრალური გზის შესახვევიდან ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის გასწვრივ დასახლება; სოფ. ორპირის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია; ორპირის ცენტრიდან გურნა–სოჩხეთის საავტომობილო გზა და გზისპირა დასახლება სოფ. მანდიკორის შესახვევამდე; სოფ. ორპირის ძველი სასაფლაოს გზა; სოფ. ორპირიდან ორპირი–ცუცხვათის საავტომობილო გზა სოფ. ცუცხვათის შესასვლელამდე, სოფ. ორპირში მდ. წყალწითელასა და მდ. ღვაღვანას კალაპოტი და გასწვრივ მდებარე ტერიტორია); 2. ხრესილის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ხრესილის ცენტრი, სოფ. ლეღვას ცენტრი, სოფ. ბუეთის ცენტრი); 3.  გურნის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა:  სოფ. გურნაში არსებული ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. გურნის ცენტრი); 4.  სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. სოჩხეთის ცენტრი, ადმინისტრაციული შენობისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. წყნორის ცენტრი და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სოფ. ძმუისის ცენტრი); 5. საწირის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. საწირეში ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე; სოფ. საწირის ცენტრი); 6.  ცუცხვათის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ცუცხვათის ცენტრი, სოფ. ცუცხვათის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 7. ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. ჯვარისის საჯარო სკოლის, სოფ. ჯვარისაში არსებული ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და ეკლესია–სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები, სოფ. ოჯოლის ცენტრი და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 8. მუხურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფ. მუხურის ცენტრი, სოფ. მუხურაში ტელმანის უბანში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფ. მუხურაში საკვირაოს უბანში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია); 9. კურსების ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ტყიბული–ქუთაისის საავტომობილო გზის 10 კმ. მონაკვეთი, გელათის მონასტერთან მისასვლელი საავტმობილო გზის 2 კმ. მონაკვეთი, მოწამეთაში  საავტომობილო გზის 2 კმ. მონაკვეთი, მოწამეთა–სორმონის საავტომობილო გზის 2,5 კმ. მონაკვეთი).