ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2015
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (საჯარო, ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას (პირობით, უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 6 მარტი
დ. ასპინძა
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმა დანართი №3 და №4-ის შესაბამისად;
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ (ვებ. გვერდი 03/04/2014წ. ს/კოდი 010250020.35.140.016092);
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი # -----
,,---------- “ ,,------------------- “
დაბა ასპინძა
ეს ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა ________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის/მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები;
მასზედ, რომ ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
საწყისი ფასი ------------------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- წლის ______მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის -------------------- (--------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი/მოსარგებლე) და მას ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის # 669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში/სარგებლობაში გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
მყიდველი ვალდებულია:
1.აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№_________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
2. მყიდველს/მოსარგებლეს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველს/მოსარგებლეს უფლება არა აქვს საკუთრების/სარგებლობის დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა - პატრონობასა და დაცვაზე.
4. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.(ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
5 საკუთრების/სარგებლობის უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს/სარგებლობის უფლებით გადასცეს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების/სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ, მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. (ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
7. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქონების მმართველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. (ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
9. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. ასპინძის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამდასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო ასპინძის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლეზე სარგებლობის უფლება გადადის ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს/მოსარგებლეს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს/მესარგებლეს.
13. მყიდველი/მესარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფილობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი/მესარგებლე) _________________________
ხელმოწერა სახელი, გვარი
დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №--------
,,------ “ ---------------------- დაბა ასპინძა
ეს ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა ––––––––––––––––––––––––------------------------------------------
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები:
მასზედ, რომ ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის # 669 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
საწყისი ფასი ------------------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- წლის ------------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის -------------------- (--------------------------)
სიტყვიერად ციფრებით
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------------------
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მისამართი, ქონების სხვა აღწერილობა
1. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს
--------------------------------------------------------------
აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში
შემდეგ საბანკო ანგარიშზე №-------------------------------------
2. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ----------------------------------------------------------------
ბ) --------------------------------------------------------
გ) --------------------------------------------------------
დ) და ა.შ.
4. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
7. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს, მხოლოდ გამყიდველის წერილობითი თანხმობის შემდგომ იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით.
8. ქონების გასხვისების შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
10. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განხორციელებული ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) მყიდველის მიერ ოქმის და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 1%-ს.
11. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადაგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
12. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 დღის ვადაში.
13. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
15. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
კომისიის თავმჯდომარე ხელმოწერა /--------------------/ /------------------------/
სახელი გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)
ხელმოწერა /----------------/ /-------------------/
სახელი გვარი
.
დანართი №3
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №-----
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრის სახელი გვარი,საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები)
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, ადგილმდებარეობა, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან, ქონების სხვა აღწერილობა )
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------
ოქმის № და თარიღი ––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201----- წლის ------------ -----------------
ასპინძის მუნიციპალიტეტის
გამგებელი
დანართი №4
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №-----
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრის სახელი გვარი,საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები)
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სატრანსპორტო საშუალების მარკა-მოდელი, რეგისტრაციის ნომერი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი )
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------
ოქმის № და თარიღი ––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201----- წლის ------------ -----------------
ასპინძის მუნიციპალიტეტის
გამგებელი.