📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-57
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 545 სიტყვა · ~3 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.04.2017 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 10.03.2017 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 15.12.2014 იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 16.10.2015 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 05.04.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-57 2015 წლის 6 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე  მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №2-263 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებს; ბ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ ორგანოში, საერთაშორისო ორგანიზაციაში ან პროექტში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; ე) სასურველია სოფლის მეურნეობის დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ვ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; ზ) სავალდებულოა MS Office Application -ის ცოდნა. მუხლი 2🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებს; ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ ორგანოში, საერთაშორისო ორგანიზაციაში ან პროექტში  მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; ე) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; ვ) სავალდებულოა MS Office Application -ის ცოდნა. მუხლი 3🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება (სასურველია აგრარულ დარგში); ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში; გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; დ) სავალდებულოა MS Office Application -ის ცოდნა. მუხლი 4🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარულ დარგში); ბ)  არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა; ვ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა. მუხლი 5🔗  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;  გ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“საქართველოს კანონი; ე) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;  ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება; ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანება; თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანება.