ურთიერთ თანამშრომლობისა და სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
ურთიერთთანამშრომლობისა და სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ
ქ. თბილისი საქართველო
„16„ თებერვალი 2015 წელი
წინამდებარე ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობისა და სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას რომელიც იდება ერთის მხრივ ა(ა)იპ გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალურ კონვენციურ სამსახურსა (შემდგომში-სამსახური) და მეორეს მხრივ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში-მუნიციპალიტეტი) შორის.
წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე ამავე კოდექსის მე-19 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად.
1. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ შემდეგი მომსახურების გაწევა:
სამსახური წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებას:
ა) ზოო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურიმომსახურებისმუნიციპალურპროგრამებისპროექტებისმომზადება;
ბ) გარემოსდაცვითი საქმიანობის, ეკოლოგიური ფონისა და ურბანული ეკოლოგიის საკითხებზე საკრებულოს წინაშე წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების შედგენა და გამგეობისათვის მიწოდება;
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის გარემოსდაცვითი საქმიანობის, ეკოლოგიური ფონისა და ურბანული ეკოლოგიის საკითხებზე უფასო ადვოკატირების პროგრამის განხორციელება;
დ) გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების, სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების, კულტურის, სპორტისადაახალგაზრდულსაქმეთამუნიციპალურიპროგრამებისშემუშავებადამუნიციპალიტეტისადმი მიწოდება;
ე) ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო ძაღლებისა და კატების) პოპულაციის რიცხოვნობის საკითხებზე პროგრამებისა და ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავება და მიწოდება;
ვ) განათლებისსფეროშიმუნიციპალიტეტისტერიტორიაზეერთიანისახელმწიფოპოლიტიკისგანხორციელების მიზნის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მუნიციპალიტეტისადმი წარდგება;
ზ) გარემოსდაცვითი განათლებისსფეროშიმუნიციპალურიპროგრამებისმომზადებასადამისიგანხორციელებისკოორდინაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად;
2. მუნიციპალიტეტი სამსახურს ათი წლის ვადით გადასცემს შემდეგ უფლებამოსილებას:
ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით, განსაკუთრებითნიჭიერბავშვთადაშემოქმედთამხარდაჭერა, შესაბამისიგარემოსშექმნადამათისაქმიანობისპოპულარიზაცია;
ბ) მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გარემოსდაცვითი განათლების პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის სახელით.
3. მუნიციპალიტეტი იტოვებს სამართლებრივ უფლებამოსილებას გაიაროს წინასწარი წერილობითი კონსულტაციები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო ძაღლებისა და კატების) რეგულირების ღონისძიებებთან დაკავშირებით როგორც სამსახურთან, ისე სხვა არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებთან, მიიღოს სამსახურის სპეციალური პროფესიული განათლების ან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირთა უშუალო მონაწილეობით შექმნილი რეკომენდაციები, წინადადებები და ინიციატივები და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება.
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მუნიციპალიტეტში განახორციელოს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები;
ბ) მუნიციპალიტეტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შეიმუშაოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული ეკოსისტემის ობიექტების (უზედამხედველო კატებისა და ძაღლების) რიცხოვნობის რეგულირების ღონისძიებები და პროგრამები;
გ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ _ გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური (საიდენტიფიკაციო კოდი: 430798639) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:
ა) სამსახურთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განახორციელოს მისთვის კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილება მიუხედავად იმისა წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა საქმიანობის ერთობლივად განხორციელებას;
ა.ა) ამ მუხლის მე-3 მუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არ ვრცელდება ამავე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე. ამავე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს მუნიციპალიტეტის თანხმობით ახორციელებს სამსახური საკუთარი ფინანსური რესურსებით;
ბ) უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების, სამსახურისათვის დელეგირებული/ დროებით გადაცემული უფლებამოსილების შესრულების ზემდგომი სახელმწიფო კონტროლი;
გ) მუნიციპალიტეტი ასევე უფლებამოსილია საქართველოს კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად მის გამგებლობაში არსებული უფლებამოსილება დროებით გადასცეს სამსახურს.
4. სამსახური ვალდებულია:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უასაყიდლოდ აღმოუჩინოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განუსაზღვრელი რაოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (დამატებითი ხელშეკრულების სახით) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზედამხედველო კატებისა და ძაღლების რიცხოვნობის რეგულირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები მათ შორის მოიძიოს დონორი ორგანიზაციები და პარტნიორები მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით;
გ) მუნიციპალიტეტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ ხელსეკრულების აღსრულებასთან, მიმდინარეობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით როგორც ზემდგომ მაკონტროლებელ ორგანოს;
დ) უზრუნველყოს საკუთარი საქმიანობის საჯაროობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სამსახურის მიერ ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
ბ) უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზემდგომი ადმინისტრაციული მონიტორინგი;
გ) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების კონტროლი.
6. მუნიციპალიტეტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე სახის მომსახურების მიღების მიზნით არ ეკისრება არანაირი ფინანსური ვალდებულებები, მუნიციპალიტეტი ასევე არ ახორციელებს სამსახურის მიერ დაგეგმილი და მასთან შეთანხმებული პროექტების თუ ღონისძიებების განხორციელების დაფინანსებას, თუ ეს არ გამომდინარეობს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული სხვა ცალკეული ხელშეკრულებით.
1. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში დანიშნოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი რომელიც განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და მონიტორინგს ამ ხელშეკრულების შესრულებაზე.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცი ვალდებულია წელიწადში არანაკლებ ერთჯერ განახორციელოს სამსახურის სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი.
4. სამსახურს ამ ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. სამსახურს ამ ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) კონკრეტული მიმართულებით დელეგირებული/გადაცემული უფლებამოსილების დროებით არაუმეტეს 2 თვით შეჩერება ;
გ) კონკრეტული მიმართულებით დელეგირებული/გადაცემული უფლებამოსილების ჩამორთმევა;
დ) წინამდებარე ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმება.
6. სამსახურს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თუ მის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვადლდებულება ვერ შეასრულა ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა ან ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის ფორს-მაჟორული გარემოება, ახალი ფინანსური ვალდებულება ან შესაბამისი დონორი/პარტნიორი ორგანიზაციის მოუძიებლობა ან დაფინანსების მკვეთრი და რადიკალური ცვლილება.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მუნიციპალიტეტს არსებული გარემოების დადგომის შესახებ 10 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტისათვის მოცემული გარემოების დადგომის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სამსახურს დაეკისრება ფინანსური ჯარიმა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სამსახური გათავისუფლებულია ყველა სახის პასუხისმგებლობისაგან, თუ მის წინაშე დამდგარი ახალი რეალობის ფორს-მაჟორული გარემოების ან მისგან დაუძლეველი და დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი პრობლემის არსებობის შესახებ ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მუნიციპალიტეტს.
1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2019წლის 21 იანვრამდე.
2. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლიარად რომლის ერთი პირი გადაეცემა მუნიციპალიტეტს, ერთი პირი გადაეცემა სამსახურს ხოლო ერთი პირი გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
3. წინმდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმენილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება მხარეებს შორის უნდა მოგვარდეს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
4. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ძალადაკარგულად იქნას ცნობილი/გაუქმდეს მხარეთა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოს მიერ. ხელშეკრულება გაუქმებულად ითვლება ამ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებიდან 1 კალენდარული წლის შემდეგ. ხელშეკრულებიდან გასვლა/გაუქმება ნებაყოფლობითია.
5. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს ცალკეულ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1. სამსახური.
ა(ა)იპ „გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური“ საიდენტიფიკაციო კოდი: 430798639. მისამართი: ქ. თბილისი, სართიჭალის ქუჩა # 26 , სამსახურის უფროსი გიორგი ჩხარტიშვილი.
2. მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დაბა ჩოხატაური, აკაკი წერეთლის ქ. №2. ტელ 790959737
3. მხარეთა ხელმოწერა
გიორგი ჩხარტიშვილი
ირაკლი კუჭავა