ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2015
ძალის დაკარგვა 09.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.174.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2015 წლის 6 მარტი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დანართი 1-ის (თან ერთვის 7(შვიდი) ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი-აუქციონის ფორმით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ)უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ)იჯარა;
ე)თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები;
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ისა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუციონის შემთხვევაში) ადგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
აუქციონის ორგანიზება.
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და დამტკიცებული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი განაცხადით მიმართავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 7🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ.
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.2%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.2%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 9🔗.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობას მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის წლიურ საფასურს-ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ისა.
2. ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის წლიურ საფასურს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო ამ წესის განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15% - ისა.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის წლიური საფასური განისაზღვრება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საკრებულოს თანხმობით არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 15%-ისა.
მუხლი 10🔗.
სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
1.თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 30%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.