პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2015
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016438
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №23
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 124
მუხლის მე-4 ნაწილისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა თანდართული დანართების (№1- №4 ) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უზრუნველყოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ახალ სამსახურებრივ ფორმაზე გადასვლა ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისამდე.
მუხლი 3🔗
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 სექტემბრის №812 ბრძანებულებით დამტკიცებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის გამოყენება დასაშვებია ახალ სამსახურებრივ ფორმებზე სრულად გადასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი