📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №26/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,601 სიტყვა · ~18 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ: ა.ა.ა) მას აქვს კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ან ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ან ა.ა.გ) ის
არის ბანკის ან მისი მშობელი საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.
მუხლი 2
ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხ
არის უზრუნველყოფით
მუხლი 2
ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხ
არის სახელით
მუხლი 2
მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ
წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს.
მუხლი 2
რისკის პოზიცია - აქტივი ან გარესაბალანსო ელემენტი, რაც მოიცავს მხ
არის მიმართ ბანკის მოთხოვნას (სესხები, დეპოზიტები, სავალო ინსტრუმენტები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში და სხვ.), პოტენციურ მოთხოვნას (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.) და პირობით ვალდებულებას (კრედიტის მახასიათებლების მქონე თუ არ მქონე გარანტიები მხარის სასარგებლოდ და სხვ).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 26.09.2018 კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 31.10.2022 კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 29.06.2020 კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 14.02.2024 კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 21.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №26/04 2015 წლის 10 მარტი ქ. თბილისი ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე დებულების მიზანია კომერციული ბანკების (შემდგომში - ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად ბანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის. წინამდებარე დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს - „ბასს 24“-სა  და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან, მის კონტროლს და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები: ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ: ა.ა.ა) მას აქვს კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ან ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ან ა.ა.გ) ის არის ბანკის ან მისი მშობელი საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი. ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე: ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან); ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო (ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო); ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები; ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო; ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას; ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს; ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი; ა.ბ.თ) საწარმო, ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც, უწევს ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას. ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის: ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა; ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა; ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;         ბ.დ) იჯარა; ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება; ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები; ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით); ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება; ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით; ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული); ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით; ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა; ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა. გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც  პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.  დ) კონტროლი - გარემოება, როცა ინვესტორს  აქვს რისკის პოზიცია ან მოთხოვნა ცვალებად შემოსავლებზე საწარმოდან და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გავლენა მოახდინოს აღნიშნულ მიღებულ შემოსავლებზე.   ე) უფლებამოსილება - გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე. ვ) ერთობლივი კონტროლი - შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა  ერთსულოვან თანხმობას. ზ) ერთობლივი საწარმო -  საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც. თ) ასოცირებული საწარმო - საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც. ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს. კ) მშობელი საწარმო (სათაო ორგანიზაცია) - საწარმო, რომელიც აკონტოლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს). ლ) შვილობილი საწარმო - საწარმო, რომელსაც აკონტროლებს სხვა საწარმო (მშობელი/სათავო საწარმო); მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის: მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან; მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან  ერთადაც   შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას. მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც  ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. ნ) ჯგუფი - მშობელი და შვილობილი საწარმოები; ო) რისკის პოზიცია - აქტივი ან გარესაბალანსო ელემენტი, რაც მოიცავს მხარის მიმართ ბანკის მოთხოვნას (სესხები, დეპოზიტები, სავალო ინსტრუმენტები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში და სხვ.), პოტენციურ მოთხოვნას (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.) და პირობით ვალდებულებას (კრედიტის მახასიათებლების მქონე თუ არ მქონე გარანტიები მხარის სასარგებლოდ და სხვ). პ) ბანკის ადმინისტრატორი - კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები. ასეთ პირებს მიეკუთვნებიან ის თანამშრომლები, რომელთაც მათზე დელეგირებული უფლებამოსილებებისა თუ ფუნქციების ფარგლებში ბანკის სახელით შეუძლიათ მატერიალური გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად. ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მიერ საქმიანობის ან ტრანზაქციის ისეთი ფორმით/გზით განხორციელება, რომლის შედეგადაც ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების არიდება ან შემსუბუქება. მუხლი 3🔗. ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით და ისეთი წესებითა და პირობებით, რომლებიც არაა უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები. ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე,  უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება. დაკავშირეულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის თანამშრომლებისგან ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან ზემოთ ხსენებული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო  ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები.  ბანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას. ბანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მახრეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია,  მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მოცემულ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორებთან, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების  გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის ადმინისტრატორებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.   მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში დეტალურად უნდა იქნეს განსაზღვრული შემდეგი საკითხები: ა) დებულების მიზნები და ამოცანები; ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) ტერმინთა განმარტება; დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა; ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს ბანკი; ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით; ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები; თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები; ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა; ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით; მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა; ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები.                          ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო. დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი სანქცირებული გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 5🔗. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა. დაუშვებელია ქვემოთ მოცემული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ სამეთვალყურეო საბჭომ დაადელეგიროს ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება: ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი  აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 1%-ს შორის მინიმუმს. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის მიზნებისათვის მოკლევადიანი რისკის პოზიციების შექმნა იმ ჯგუფის წევრი საწარმოების მიმართ, რომელსაც მიეკუთვნება ბანკი, საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ასეთი ლიმიტები უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს 10 სამუშაო დღის ვადაში; ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი  აჭარბებს 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ს შორის მინიმუმს; გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს; დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას. უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის  არცერთი ასეთი წევრი ან  დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით. სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის. ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს.  სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე  დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და 10 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა უნდა წარმოადგინოს სამეთვალყურეო საბჭოსათვის მიწოდებული კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული წერილობითი/ელექტრონული ინფორმაცია და მასალები. მუხლი 6🔗. დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესით“ განსაზღვრულ „სტანდარტულ“ კატეგორიას. აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული ბანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 110%-ზე ნაკლებია გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის მთლიან თანხასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება. დასაშვებია დაკავშირებული მხარის  მიმართ რისკის პოზიციის შექმნა თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია ბანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ბანკის აქციონერებმა ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის  განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი  აქციების გათვალისწინებით. აქციონერისა თუ ბენეფიციარი მფლობელის მიერ ბანკისგან მიღებული ნებისმიერი შემოსავლები, რომელთა გადახდა უკავშირდება აქციონერის მიერ ბანკისათვის გაწეულ მომსახურებას, ექვემდებარება ყოველწლიურ გამოქვეყნებას ცალკე ანგარიშგების სახით. აღნიშნული, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მიღებული შემოსავლების მოცულობების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალური აქციონერების, ბენეფიციარი მფლობელებისა და შემოსავლის სახეების (მაგ. ხელფასი, გაწეული მომსახურება, რომლის ბენეფიციარიც მოცემული აქციონერია) მიხედვით. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქციონერებზე და ბენეფიციარ მფლობელებზე, რომელთა წილი ბანკის განაღდებულ კაპიტალში 2%-ზე ნაკლებია. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა. მუხლი 7🔗. ლიმიტები ტრანზაქციებზე ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის  5%-ს. ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკმა უნდა გამოიყენოს რისკის პოზიციის ჯამური ოდენობა მათზე შექმნილი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვებით შემცირებამდე. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში. მუხლი 8🔗. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და მათ საწარმოებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგება უნდა იყოს საკმარისად დეტალური. ანგარიშგება უნდა ასახავდეს დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს. ანგარიშგება დამატებით უნდა ასახავდეს დადგენილი ლიმიტებიდან სანქცირებული გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას.   ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად  უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის. მუხლი 9🔗. უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.       ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით, ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში  მათ მიერ ბანკის აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროსა და ადგილს და მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის  ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს ბანკს. მუხლი 10🔗. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები ეროვნულ ბანკს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ბ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ადმინისტრატორთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. დ) მოსთხოვოს ბანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით. ე) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვოს ბანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს ბანკის გარე აუდიტორთან ამდებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან ბანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში,  ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ბანკი. ვ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა თუ აღნიშნული რისკის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს. ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა. თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას. ი) ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას. თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო  ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის  საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ ბანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის ბანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების ბანკისათვის დაბრუნებისათვის. მუხლი 11🔗. ჯარიმები და სანქციები ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმებსა და სანქციებს ბანკისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ. მუხლი 12🔗. გარდამავალი ხასიათის დებულებები ბანკები ვალდებული არიან, ამ დებულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის ვადაში მოიყვანონ პოლიტიკები და პროცედურები დებულებასთან შესაბამისობაში და შეიმუშავონ ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ბანკებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა საქმიანობის ამ დებულების  შესაბამისად წარმართვისათვის. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე ბანკის მიერ ტრანზაქციების დამტკიცება იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან, თუ მათი მოცულობა აღემატება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი ტრანზაქციების დამტკიცება, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.