შპს “საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა - KAMARA“–ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 08 აგვისტოს №01/24-ო ბრძანებით დადგენილი იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმებისა და აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აჯარო სამართლის იურიდიული პირი ს
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №01/24 -ო
2015 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა - KAMARA“–ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 08 აგვისტოს № 01/45–ო ბრძანებით დადგენილი იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმებისა და აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 332 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნე ბ:
1. შპს “საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“–ში (ს/კ 404990435) იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 08 აგვისტოს №01/45–ო ბრძანება გამოცხადდეს ძალადაკარგულად და შესაბამისად გაუქმდეს ამ ბრძანებით დანიშნული იძულებითი ადმინისტრაცია.
2.დროებითი ადმინისტრატორის გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს “საერთაშოროსი სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“–ს მარეგისტრირებელ ორგანოს.
3.იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სსიპ – საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.
4.ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი , დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5 .აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
იოსებ გოგოლაშვილი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი