არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/34
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/34

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უძველესი დროიდან დღემდე საქართველოში გავრცელებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ  ობიექტებს:

1. სვანური ხალხური საკრავის „ჭუნირი“ დამზადების ტრადიციული მეთოდი;

2. სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;

3. სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

4. სვანური სამზარეულო – კუბდარის (სვან. კუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი;

5. სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

6. სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების         კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4).

 

  გენერალური დირექტორი                                        ნიკოლოზ ანთიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2015.
როდის იქნა მიღებული „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“?
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 09.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №2/34.
სად არის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“, №2/34, 09.03.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2764331/