„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-63
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-63

2015 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება:

 1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი:    

„ი3) რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №13)“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №1)“:

ა) მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 2

დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის  მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი და მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

 

მუხლი 3

დარგობრივი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების, აგროინჟინერიის, ეკონომიკის ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

 

მუხლი 4

დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.“;

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41

დარგობრივი განვითარების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების ან დარგთან კავშირში მყოფი სპეციალობით;

ბ) სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.“;

 

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

სურსათის უვნებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ვეტერინარიის სპეციალობით, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხის და/ან შესაბამისი სპეციალობით საზღვარგარეთ მიღებული განათლების მქონე კანდიდატს;

ბ) სურსათის უვნებლობის სფეროში (ვეტერინარიის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.“.

3. ბრძანების „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანების პირველი მუხლის „ი1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას (დანართი №11)“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები:

„მუხლი 11

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება - ტექნოლოგიურ დარგში ან მენეჯმენტის მიმართულებით;

ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების ან პროგრამირების სპეციალობით;

გ) ვირტუალური მანქანების კონფიგურაციის ცოდნა და რეზერვული ასლების შექმნის გამოცდილება;

დ) ფაილების გაცვლის უფლებების კონტროლი და მართვა (NTFS File Permission, Share Permission) მაღალ დონეზე, ფაილსერვერთან მუშაობის გამოცდილება;

ე) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ვ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

 მუხლი 12

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ, კავშირგაბმულობის მიმართულებით არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების ან პროგრამირების სპეციალობით;

გ) VoIP ტლეფონების სისტემების ადმინისტრირების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (Asterisk Server, Kerio Operator);

დ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

ე) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.“.

5. ბრძანების პირველი მუხლის „ი2“ ქვეპუნქტით დამტკიცებულიევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №12)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. ბრძანებას დაემატოს „რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №13)“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



„დანართი №4

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატს;

ბ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

ე) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 2
მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 3
მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულებით  მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 4
შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური, საფინანსო ან იურიდიული მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატს;

ბ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება,

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება:

დ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

ე) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 5
შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური, საფინანსო ან იურიდიული მიმართულებით;

ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ ორგანოში, შიდა აუდიტში, მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს;

გ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

დ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 6
მონიტორინგის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.

მუხლი 7
შიდა აუდიტის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

ი) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.

კ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.“.


„დანართი №12

 

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან ევროპული სამართლის სპეციალობით, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

გ) სასურველია საერთაშორისო/ევროპულ ორგანიზაციებში ან ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;

ე) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 2
ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური  თანამდებობის  დასაკავებლად  კანდიდატებისათვის  დამტკიცდეს  შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა:

ა)  საქართველოს  კონსტიტუცია - I-II თავები;

ბ)  „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

გ)  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ)  „ნორმატიული  აქტების  შესახებ “  საქართველოს  კანონი;

ე) ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები (მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992), ნიცის ხელშეკრულება (2001), ლისაბონის ხელშეკრულება (2007);

ვ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები;

ზ) ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი;

თ) „საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2012  წლის   28  დეკემბრის №485  დადგენილება.“.


 

„დანართი №13

 

რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია აგრობიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბიზნეს მენეჯმენტის ან მომიჯნავე სპეციალობით;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) სასურველია კერძო და/ან სახელმწიფო უწყებაში რეგიონული კოორდინაციის მიმართულების სპეციალისტად  ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) ცოდნა;

ე) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.

მუხლი 2
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 გ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2015 წლის 20 თებერვლის №2-46 ბრძანება;

ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანება;

კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანება.“.