ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №109
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის
შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე:
1. ქალაქ ქუთაისში, 359251.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.358) შეიქმნას ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში - ქუთაისის ჰუალინგის თიზ), 30 წლის ვადით.
2. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №212921999).
3. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.
4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 30 მაისამდე, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;
ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.
5. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
6. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეტანა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარებით.
7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.
8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან 2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან თიზ-ის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - არა უგვიანეს 2020 წლის პირველი დეკემბრისა.
10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
12. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი