⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.04.2018)
გაუქმებულია:

ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2015
ძალის დაკარგვა 24.04.2018
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 794 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2015 მიღება
24.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
I კვ II კვ
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2015 წლის 12 მარტი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის მეორე  პუნქტის, საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ონის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების   საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი №1 ონის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების   საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის უზრუნველყოფის მიზნით. 2. ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - ,,გამგებელი“) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 7. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. მუხლი 3🔗. ონის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წარუდგენს ონის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (შემდგომში – სამსახური) მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია და დასაბუთება, მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების არსებობის თაობაზე. 2. მოთხოვნა სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების განაწილების  თაობაზე. 4. განაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას,  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ  სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება  სამსახურის  საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებას,  მეორე  ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. 8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების  ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების  აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 10. იმ შემთხვევაში,  თუ მხარჯავ დაწესებულებას წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ასიგნების გადამეტებით სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან,  ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობის საფუძველზე, შესაბამისი თანხებით მცირდება აღნიშნული ფონდები და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაში მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 ონის მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა № 20--  წლის “__” _________ ______________________________________________________________ (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) __________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი - დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) 20--   წლის “__” _________ _________________________ ____________________________________________________ (ცვლილების შინაარსი)                                                                                                                                                                                 (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი წლიური გეგმა ცვლილებითანხა+/_ (გადიდებული, შემცირებული) მ.შ. კვარტალების მიხედვით I კვ II კვ III კვ IV კვ ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო  1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან  2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა  4. დანარჩენი ცვლილება