აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრების განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის” დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 3 აპრილს დღის 16 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.ქუთაისი ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.
სს ,,ქუთაისი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 6 მარტი.
დღის წესრიგი :
1. 2014 წლის სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა და დამტკიცება.
2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში.
3. სს ,,ქუთაისის” რეორგანიზაცია – ნატურით გაყოფა. აქციონერ კოტე ლომინაძის მიერ მისი კუთვნილი აქციების – საწესდებო კაპიტალის 50,676%-ს შესაბამისი ქონების მთლიანად გატანა.
4. სს ,,ქუთაისის” საწესდებო კაპიტალის შემცირება და წესდების შესაბამის მუხლებში ცვლილებების შეტანა.
5. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილება – ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ქუთაისის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებადან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 6 მარტის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს ,,ქუთაისის” რეგისტრატორთან სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები : 222 53 51; 225 15 60.
დირექტორი: / ზ. ცინცაძე/