📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 334 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 23.10.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 27.09.2024 რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 23.10.2014 „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 18.06.2025 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 27.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №11 2015 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ (შემდგომში - ანსამბლი); 2. ანსამბლი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფლებამონაცვლე; 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) უზრუნველყოს: ა) ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის ანსამბლის დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ანსამბლის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს ანსამბლისათვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 5. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ ფარფალია) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების ასახვა. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ 2005 წლის 1 ივლისის №35 დადგენილება;           ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის #08/ძ ბრძანება. მუხლი 3🔗. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). მუხლის 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                     ვახტანგ    ყოლბაია