ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 330070000.35.143.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
matsne.gov.ge 337 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 I ზონა
2 II ზონა
3 III ზონა
4 IV ზონა
5 V ზონა
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ზონა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 06.02.2015 სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 02.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 13.02.2026 სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 05.08.2016 ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 03.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2015 წლის 12 მარტი ქ.ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით დანართი №1-ის (თან ერთვის 2 ფურცლად) შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 ჯარიმის ოდენობები ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით 1 2 3 4 N ზონა ზონის აღწერა ჯარიმის ოდენობა(ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 I ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ( საქართველოს მთავრობის დადგენილება №407 (18.06.2014წ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ)  ღერძული ხაზიდან ორივე მხარეს 100 (ას მეტრიან) ზოლში 0,5 ლარი 2 II ზონა ხაშურის შემავალი ცენტრალური ქუჩები:შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას, ნიკო ლომოურის, გიორგი ჭანტურიას, ექვთიმე თაყაიშვილის, ვაჟა-ფშაველას,  კარლო ტაბატაძის, თევდორე მღვდლის, გიორგი სააკაძის, გალაკტიონ ტაბიძის, აბონ ციციშვილის, თამარ მეფის, გორის, ოქტომბრის, იური გაგარინის, იაკობ გოგებაშვილის ქუჩები დაბა სურამში შემავალი ცენტრალური ქუჩები:შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, მშვიდობის, ლესია-უკრაინკას, 9 აპრილის, 26 მაისის ქუჩები 0,4 ლარი 3 III ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ღერძული ხაზიდან ორივე მხარეს 50 (ორმოცდაათმეტრიან) ზოლში (ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 (23.12.2011წ)) 0,15 ლარი და კურორტზე 0,2 ლარი 4 IV ზონა ხაშურში შემავალი ყველა ქუჩა პირველ, მე-2 და მე-3 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა და დაბა სურამში შემავალი ყველა ქუჩა მე-2 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა 0,2 ლარი 5 V ზონა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა ტერიტორია, რაც მოცემული არ არის I-IV ზონებში 0,1 ლარი