ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება

მიღების თარიღი 13.03.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
matsne.gov.ge 812 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.11.2017 „ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 11.12.2014 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.02.2015 ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 01.10.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 03.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2015 წლის 13 მარტი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №2  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები დებულება   ქალაქ   ახალციხის   მუნიციპალიტეტის   ოფიციალური  ვებგვერდის  ფუნქციონირების შესახებ ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  (შემდგომში ვებგვერდი)  წარმოების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.       2.    ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური  ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან,  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის  მოსახლეობის, იურიდიულ   პირებს  მიერ  მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება-გაცვლა; მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www. Akhaltsikhe.gov.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლისა და დაბლოკვისაგან. 3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისათვის. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე  განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით)  ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები; ე) მუნიციპალიტეტთან ერთობლივი პროექტის განმახორციელებელი  საზოგადოებრივი  ორგანიზაციები ; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება  მუნიციპალიტეტის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადი – ყოველი დღის 12.00 სთ; ბ) ყოველკვირეული – ყოველ ორშაბათს 12.00 სთ; გ) ყოველთვიური – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა საკრებულო; მერია; მერიის წარმომადგენლები; სამართლებრივი აქტები; ახალი ამბები; ეკონომიკა და სოციალური სფერო; პროგრამები და პროექტები; ფოტოგალერეა; კონტაქტი. მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა ვებგვერდზე საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) საკრებულოს რეგლამენტი; ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი); დ) საკრებულოს კომისიები (კომისიის შემადგენლობა, კომისიის დებულება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები); ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება); ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბიუროს სხდომის ოქმები); ზ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები); თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის სტრუქტურა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); 2. ვებგვერდზე  მერიის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მერიის დებულება; ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია,  უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების დრო); გ) მერიის სტრუქტურა; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);  ე) მერიის წარმომადგენლები, მათი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი). 3. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები); ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები: ბ.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები; ბ.გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; ბ.დ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა. 4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე. 5.ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ეკონომიკა; ბ) მრეწველობა; გ) ვაჭრობა და მომსახურება; დ) ეკოლოგია; ე) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონება; ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა; თ) განათლება; ი) კულტურა; კ) ძეგლთა დაცვა; ლ) სპორტი; მ) დასაქმება ( ვაკანსიები, კონკურსები); ნ) მასმედია: ო) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 6. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალური პროგრამები; ბ) ტენდერები; გ) აუქციონები. 7. ფოტოგალერეა. 8. კონტაქტები (ვებგვერდზე პასუხისმგებელი პირი, ტელეფონის ნომერი, მერიისა და საკრებულოს ელ-ფოსტები).