გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2015
ძალის დაკარგვა 23.03.2016
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეები |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მომხმარებელთა კატეგორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალეზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 12 მარტი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის. ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა
1.
პროგრამის სახელწოდება:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის „დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა“
2.
პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი:
01 მარტი 2015 წ.
31 დეკემბერი 2015 წ.
3.
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი:
32400 (ოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი.
№
მომხმარებელთა კატეგორია
მომხმარებელთა რაოდენობა
თვეების რაოდენობა
პროგრამით გათვალისწინებული დახმარება
ჯამი:
1
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეები
27
10
120 ლ.
32400 ლ.
სულ:
32400ლ.
4.
პროგრამის დაფინანსების წყაროები:
ადგილობრივი ბიუჯეტი.
5.
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, დიალიზზე დამოკიდებული პირები.
6.
პროგრამის მიზნები:
თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც დიალიზით მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქში მდებარე კლინიკებში, მათთვის გაუთვალისწინებელი, დამატებითი ხარჯების დაფარვის შემსუბუქება.
7.
პროგრამის შედეგები:
დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების სოციალური და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესება.
8.
პროგრამის ადმინისტრირების (მისი მართვის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის) წესები და პირობები:
- განაცხადის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:
მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარია.
- განაცხადის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:
მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
- გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:
მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
(სამსახური უზრუნველყოფს სიის ყოველთვიურად გადამოწმებას და სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის საფუძველზე, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას.)
- პროგრამის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:
მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
- პროგრამის პერიოდულ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი/ორგანო:
გამგებლის მოადგილე.
- გადაწყვეტილების მიმღები პირი/ორგანო:
მუნიციპალიტეტის გამგებელი.
- პროგრამით სარგებლობისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
2. დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
4. განმცხადებლის საბანკო ანგარიში.