გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2015
ძალის დაკარგვა 16.03.2016
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.148.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0.65 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2015 წლის 13 მარტი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის N784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანდართული №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
1.გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) Cn - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG-არის გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.65-ს;
გ) ITL-არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგან გორის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება;
დ) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K-არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.
მუხლი 2🔗
. პირველი მუხლის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn
IMG
ITL
C
K
Cn
0.65
1
0.24
150
23,4
მუხლი 3🔗
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 7,02 ლარს.
მუხლი 4🔗
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,85 ლარს.
მუხლი 5🔗
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 11,7 ლარს.