გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 13 მარტი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 122-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი თანდართული №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 8 ფურცლად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად. წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის წესს და პირობებს.
2. გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
3. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს გორის მუნციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 2🔗.
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) სერვიტუტი;
დ) ქირავნობა;
ე) იჯარა;
ვ) თხოვება;
ზ) საქართველოსკანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.
3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას მოქმედებს წინამდებარე წესისა და წარმომადგენლობით (რწმუნებულებით) მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
4. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
5. სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემული ქონების ქირა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხები (საურავი, პირგასამტეხლო, საბანკო გარანტია და ა.შ.) ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
6. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოს თანხმობით ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს.
7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემა სხვა პირებზე დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, მხოლოდ საკრებულოს დამტკიცებული და მოწონებული შესაბამისი პროგრამის გათვალისწინებით .
მუხლი 3🔗.
ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემა
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით (მათ შორის, სერვიტუტის ფორმით) გადაცემა ხორციელდება აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის, ან პირდაპირი განკარგვის წესით. ქონების გადაცემის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. აუქციონის ორგანიზება, ჩატარება, შედეგების გაფორმება და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რაც არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესის მიხედვით, რეგულირდება გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილი წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
5. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრებისთანავე დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
8. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, აუქციონატორი და მეორე მხრივ, გამარჯვებული.
9. სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ბეს (საბანკო გარანტიის) ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კანონმდებლობის შესაბამისად.
10. სარგებლობის ქირის გადახდა აუქციონის გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.
11. ბეს სახით გადახდილი თანხა აუქციონის გამარჯვებულს ეთვლება ბოლო წლის ქირის გადახდის ანგარიშსწორებისას.
12. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ბე-ს სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
მუხლი 4🔗.
ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით (მათ შორის სერვიტუტის ფორმით) გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და დაინტერესებულ პირს შორის.
3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
4. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს იმ პირობებით, როგორც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 5🔗.
ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწისზედა ან/და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 99 (ოთხმოცდაცხრამეტ) წელს.
მუხლი 6🔗.
ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის; ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, გადახდის ვადის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗.
ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან მისაღებ მოიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს საიჯარო საგანს, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული დასხვა სახის ზიანის ანაზღაურება. 4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) თუ მოიჯარე არ იხდის ქირას, გადახდის ვადის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში; გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში.
მუხლი 8🔗.
ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ყოველთვის აქვს უფლება, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების უკან დაბრუნება.
მუხლი 9🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე შესულ განაცხადებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა იხილავს ინიციატორის მიერ განცხადების წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
4. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი (მსურველები) განცხადებით მიმართავს გამგეობას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს, მათ შორის, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტებს.
მუხლი 10🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
2. სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებები ძალაში შედის დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება გაცნობის მომენტიდან, ხოლო ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი აქტის გამოცემის ან/და ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის. 4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები აღნიშნული მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობები;
თ) მხარეთათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და კორესპონდენციის ჩაბარების წესი და ფორმები;
ი) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს ხელშეკრულების საფუძველზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
6. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ქონების შემდგომი რეგისტრაცია საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს, რისთვისაც ქონების სარგებლობის უფლების მიმღები უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას.
7. დადგენილების დანართით დამტკიცებული ხელშეკრულების ფორმის თანდართული ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და გადასაცემი ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 11🔗.
ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის საფუძვლად, რაზედაც ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 12🔗.
ვალდებულებათა შესრულება
1. ვალდებულების შესრულების მიღება, მოთხოვნები და სხვა სამართლებრივი უფლებამოსილებები რეგულირდება საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ დადგენილი წესით.
2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის სრული/საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და ამ მიზნით სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან.
3. საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას ადასტურებს შესაბამისი საექსპერტო ბიუროს ან სათანადო მარწმუნებელი აუდიტორული დასკვნით.
მუხლი 13🔗.
ცვლილებები ხელშეკრულებაში
1. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით.
2. ცვლილების პროექტს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობა წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც თავის მხრივ იძლევა ან არ იძლევა თანხმობას ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანად.
3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე წყვეტს საკითხს ხელშეკრულებაში, უცვლელი პირობებით სარგებლობის უფლების მიმღები პირის ცვლილების/ჩანაცვლების თაობაზე. 4. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები განიხილება როგორც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
5. ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს შორის დგება ხელშეკრულება (შეთანხმების აქტი).
მუხლი 14🔗.
დასკვნითი დებულებები
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების ან/და ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
2. გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განსჯადობის მიხედვით განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები.