ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.03.2015
ძალის დაკარგვა 08.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 1,2 |
| 2 | სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი/გაკულტურებული) |
| 3 | საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი/გაკულტურებული) |
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ტერიტორიული კოეფიციენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 16 მარტი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. შემოღებულ იქნეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტერმინთა განმარტებები, ცნებების მნიშვნელობა, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელი პირი, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები და ვადები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 2🔗
საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗
სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების - 0,6 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) 40 000-დან - 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით.
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთი ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის
80
2
სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი/გაკულტურებული)
25
3
საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი/გაკულტურებული)
20
მუხლი 6🔗
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე) განისაზღვრება ამ დადგენილების მე-5 მუხლის №1 და №2 გრაფაში დადგენილი შესაბამისი ოდენობით.
მუხლი 7🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება, ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთის რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს, ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით.
№
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1მ2 -ზე (ლარში)
წლიური გადასახადის განაკვეთი ლარში 1მ2 -ზე ლარში
1
1,2
0,24
0, 288
2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს - 1,2 ლარს.
მუხლი 8🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 9🔗
1. შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომლის ფართობი არ აღემატება 300 კვადრატულ მეტრს.
ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 40 კვადრატულ მეტრს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 10🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით წარდგენა.