„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 17.03.2015
ძალის დაკარგვა 24.06.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№01
2015 წლის 17 მარტი
ქ. ბათუმი
„არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები“ დანართი N1 და დანართი N2 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. „ნიჩბიანი ნავი, მოტონავი - რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნები არაკონვენციური გემებისათვის - ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.
2. თევზსაჭერი გემი, ტენდერი, სწრაფმავალი კატარღა, სასეირნო კატარღა, პატარა და დიდი იახტები და ყველა სხვა ტიპის გემი, რომელიც 300რტ-ზე ნაკლებია, გარდა ზომამცირე გემებისა და სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო გამოყენებითი დანიშნულების გემებისა - რადიოაღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნა, კერძოდ ფიქსირებული ულტრა მოკლე ტალღოვანი ციფრული არჩევის გამოძახება - ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
3. „სამაშველო ტივის - არქონის შემთხვევაში ცურვის რაიონი შეიზღუდოს 6 საზღვაო მილამდე - არაკონვენციური გემებზე სამაშველო აღჭურვილობების მინიმალური მოთხოვნები - ამოქმედდეს ყველა გემის მიმართ გარდა ტენდერების, სწრაფმავალი კატარღების, სასეირნო კატარღების,იახტებისა.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის N17 ბრძანება „არაკონვენციური მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობისა და გემებზე სამაშველო აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე