საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №15/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი | რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.12.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №15/ნ
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №17/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) (შემდგომში – აპარატი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. აპარატი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ცალკეული დავალებებით.
4. აპარატი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. აპარატი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 2🔗. აპარატის უფლებამოსილება
1. აპარატის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით:
ა.ა) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადება;
ა.ბ) კომპეტენციის ფარაგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მინისტრის მივლინებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები) საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის ორგანიზება და სხდომების ოქმების წარმოება;
დ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირების გამართვის ორგანიზება;
ე) მინისტრის დავალებით, სხვადასხვა სათათბირო ორგანოებთან - კომისიებთან და საბჭოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადების მიზნით:
ვ.ა) შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა დაწესებულებებში;
ვ.ბ) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან, აგრეთვე, სხვა დაწესებულებებიდან;
ვ.გ) შესაბამისი შეხვედრის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ვ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ზ) აპარატის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები არ ვრცელდება ამ დებულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე.
მუხლი 3🔗. აპარატის უფროსი
1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. აპარატის უფროსი, აპარატის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს აპარატისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს აპარატს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია აპარატისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებზე, აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს აპარატის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს, შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის გაუმჯობესების, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით აპარატისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აპარატის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს აპარატის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები არ ვრცელდება ამ დებულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე.
მუხლი 4🔗. მინისტრის მრჩეველი
1. მინისტრის მრჩეველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მინისტრის მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით და უშუალოდ ექვემდებარება მას.
3. მინისტრის მრჩეველი ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
4. მინისტრის მრჩეველი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 5🔗. მინისტრის თანაშემწე
1. მინისტრის თანაშემწეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მინისტრის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით და უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
3. მინისტრის თანაშემწე ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
4. მინისტრის თანაშემწე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 6🔗. მრჩეველი
1. მრჩეველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მრჩეველი:
ა) ახორციელებს აპარატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციაში;
გ) განიხილავს საქართველოს მთავრობიდან, სამინისტროებიდან და სხვა დაწესებულებებიდან წარმოდგენილ კორესპონდენციას და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს კონსულტაციებს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ე) აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) პასუხისმგებელია, მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
ზ) ასრულებს მინისტრის ან/და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
თ) აპარატის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
3. მრჩეველი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და აპარატის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗. თანაშემწე
1. თანაშემწეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. თანაშემწე:
ა) ახორციელებს აპარატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საქმიანობას;
ბ) აპარატის უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის შესაბამისი მოადგილის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
დ) მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის შესაბამისი მოადგილის ან/და აპარატის უფროსის დავალებით, ცალკეულ საკითხებს ათანხმებს სამინისტროს თანამშრომლებთან და ახორციელებს მათი შესრულების კოორდინაციას;
ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროში თათბირების გამართვას;
ვ) ასრულებს მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის შესაბამისი მოადგილის ან/და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ზ) აპარატის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
3. თანაშემწე ანგარიშვალდებულია მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და აპარატის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. უფლებამონაცვლეობა
აპარატის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე, მინისტრის გადაწყვეტილებით.