„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-8/ნ
2015 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა)
„ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (დანართი 1);
ბ)
„ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2);
გ)
„გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 3);
დ)
„კარდიოლოგია“ (დანართი 4);
ე)
„კლინიკური ონკოლოგია“ (დანართი 5);
ვ)
„კლინიკური ტოქსიკოლოგია“ (დანართი 6);
ზ)
„ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 7);
თ)
„ნეონატოლოგია“ (დანართი 8);
ი)
„რადიოლოგია“ (დანართი 9);
კ)
„საოჯახო მედიცინა“ (დანართი 10).
2.
საექიმო სპეციალობის პროფესიული კომპეტენცია (შემდგომში - პროფესიული კომპეტენცია) მოიცავს საექიმო სპეციალობის შინაარსს, ექიმის ზოგადი ცოდნის ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე, იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას, ამასთან, ცალკეული საექიმო სპეციალობისათვის - გარდამავალი ეტაპის რეგულირებასა და სპეციალიზაციას.
3.
საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში - საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
4.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნდა შესაბამისი სპეციალიზაციით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება, შესაბამისი დარგობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ენიჭება საბჭოს მიერ.
5.
საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო.
6.
სპეციალიზაციის პროგრამ(ებ)ის, ასევე, გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურს(ებ)ის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია პროგრამ(ებ)ის/კურს(ებ)ის ფარგლებში მომზადებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შესახებ (სახელის, გვარის, პროგრამის/კურსის დასახელების, პირადი ნომრის მითითებით) პროგრამის/კურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.
საბჭო აწარმოებს რეესტრს, რომელშიც მოიცავს:
ა)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც სპეციალიზაცია მიენიჭათ საბჭოს მიერ ან გაიარეს სპეციალიზაციის შესაბამისი პროგრამა;
ბ)
ინფორმაციას ყველა იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესახებ, რომელთაც გაიარეს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი.
8.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების/ საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭებისთანავე.
9.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციით საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.
10.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო