„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება

მიღების თარიღი 10.03.2015
ძალაში შესვლა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/23
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2015
matsne.gov.ge 3,230 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
10.03.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
1. ტრანსაქცია 2. შემსყიდველი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 1. ტრანსაქცია 97% 15.12.2014 საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება 1. ტრანზაქცია 95% 22.07.2020 „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში 91% 15.12.2022 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II-ის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.03.2016 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ” ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 06.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება იაპონიის ნოტა 2015 წლის 10 მარტი ქ. თბილისი თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”) გრანტის ოდენობა: ხუთასი მილიონი იაპონური იენის (500,000,000) ოდენობით. 2.   (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ  და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში. (2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. (3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3.  (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო  ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ, 2015 წლის 13 მარტისათვის. (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთაA შეთანხმების საფუძველზე 5.  (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს: (a) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. (b) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან. (c) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის; (d) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ,  როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება პარაგრაფი 2 ქვეპარაგრაფით (1) განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი (a) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და (e) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს; (2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ  შეთანხმებას, შეადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ. საქართველოს ნოტა  თბილისი, 10 მარტი 2015 თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი გაცნობოთ თქვენი აღმატებულების დღევანდელი დღით დათარიღებული ნოტის მიღების შესახებ, სადაც ვკითხულობთ: მაქვს პატივი მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხებოდა მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”) გრანტის ოდენობა: ხუთასი მილიონი იაპონური იენის (500,000,000) ოდენობით. 2.   (1) საქართველოს მთავრობა გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ  და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის შესყიდვისათვის, ასევე ამ პროდუქციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისთვის, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში. (2) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. (3) ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3.  (1) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო  ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ანგარიში”) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ, 2015 წლის 13 მარტისათვის. (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონური იენით თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, ასევე იმ გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, (1) პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება (3) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2015 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთაA შეთანხმების საფუძველზე 5.  (1) საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს: (a) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გამოყენება საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, გრანტის გაცემის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. (b) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებული იქნეს საქართველოში (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, არ გადაიხდება გრანტის თანხიდან. (c) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სათანადოდ და ეფექტიანად გამოყენება ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის; (d) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ, კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ,  როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიხარჯება პარაგრაფი 2 ქვეპარაგრაფით (1) განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე, ანდა ამოიწურება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების პერიოდი (a) ქვეპარაგრაფის დებულებების შესაბამისად, ან იაპონიის მთავრობის მიერ მოთხოვნისას; და (e) გრანტის გამოყენებისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს გარემოსდაცვის და სოციალურ საკითხებს; (2) თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება საქართველოდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ  შეთანხმებას, შეადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების მიმართ.“ მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და ეს საპასუხო ნოტა შეადგენს შეთანხმებას ორ მთავრობას შორის და ძალაში შევა ამ საპასუხო ნოტის მიღების თარიღიდან. ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენი აღმატებულების მიმართ დიდ პატივისცემას. პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმი იაპონიის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “დონორი“) და საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “მიმღები”) შორის 2015 წლის 10 მარტს ნოტების გაცვლის მე–2 და მე–6 პარაგრაფების თანახმად, (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ნოტების გაცვლა”), რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით, მიმღების მცდელობების ხელშეწყობისთვის, იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი”), დონორის და მიმღების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის სია ნოტების გაცვლის (2) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქტები არის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები, გარდა გაუთვალისწინებელი მომსახურებისა (შემდგომში წოდებული როგორც „კომპონენტები“) 2. შესაბამისი ქვეყნები ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში მითითებული შესაბამისი ქვეყანა არის იაპონია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე არ გადაწყვეტენ სხვაგვარად. 3.  შესყიდვები (1) გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და მომსახურების შესასყიდად; მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ეკონომიურობასა და ეფექტიანობას, თუ ორი მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმღებმა უნდა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისთვის. ამ მიზნით, მიმღები, ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში დადებს დაქირავების კონტრაქტს Japan International Cooperation System-თან (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “აგენტი”), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით, აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით. (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა დონორის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ. (4) კონტრაქტები კომპონენტების შესყიდვის თაობაზე განხორციელდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის (ტერმინი “იაპონიის მოქალაქეები” წინამდებარე პროცედურალ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირებს, რომლებსაც აკონტროლებენ იაპონიის მოქალაქე ფიზიკური პირები). (5)  კომპონენტების შესყიდვა განხორციელდება “არასაპროექტო გრანტისთვის იაპონიის შესყიდვების სახელმძღვანელოს” შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს, ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები  არის შეუსაბამო ან მიუღებელი. (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. 4. კომიტეტი (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში (დონორი) და (მიმღები) დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ”კომიტეტი”), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტთან ან მასთან დაკავშირებული,  ნებისმიერი წარმოშობილი საკითხის განხილვა. ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დადებისთანავე აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩეველის სტატუსით. (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულ იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად. (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით. (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება დონორის მიერ ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დაქირავების კონტრაქტის დამტკიცებისთანავე. შემდგომი შეხვედრები გაიმართება (დონორის) ან (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია მიაწოდოს რჩევა (დონორს) ან (მიმღებს) კომიტეტის სხდომის მოწვევის საჭიროების შესახებ. 5. თანხების ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან კომპონენტისა და გაუთვალისწინებელი მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი: (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ბანკი”) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის  თანხების ყველა ტრანსფერს.  (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული კომპონენტებისა და გაუთვალისწინებელი მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული დონორის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს. (3)  ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით, აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში  “ანგარიში”), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი მიღებული თანხიდან გადაუხდის მიმწოდებლებს (შემდგომში - “ავანსი”) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, თუ ასეთი იარსებებს, სხვა შესაბამისი კომპონენტების და გაუთვალისწინებელი მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე. (4) ანაზღაურების პროცედურა როდესაც ანგარიშზე დარჩენილი თანხის და ავანსების დარჩენილი თანხის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც “დარჩენილი თანხა”) ჯამი გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, აგენტის გადასახდელის გარდა, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ გადაუხადოს დარჩენილი თანხა მიმღების მიერ იმ პროდუქტების და/ან მომსახურების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალური განვითარების წახალისებას, იმ პირობით, რომ ასეთი  გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. ასეთი პროდუქტების და/ან მომსახურების შესაბამისი ქვეყნები შესაძლოა იყოს საქართველოს გარდა ყველა ქვეყანა და რეგიონი, მიუხედავად ზევით განსაზღვრული (2) პარაგრაფის დებულებებისა. თუ აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია, აგენტი წარუდგენს მოთხოვნას ბანკს, რომ ბანკმა აგენტს ანგარიშზე გადაურიცხოს დარჩენილი თანხა და IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით გაუგზავნის ბანკს დარჩენილი თანხისათვის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატს, რომელიც დადასტურებული იქნება აგენტისა და მიმღების მიერ. ასეთი გადარიცხვის განხორციელების შემდეგ აგენტი გადაუხდის დარჩენილ თანხას მიმღებს. (5) ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები განხორციელდება გრანტის გამოყოფის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ გადარიცხვები აღარ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 6. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (a) პუნქტის შესაბამისად, როდესაც ნოტების გაცვლის (5) პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (d) პუნქტის მიხედვით შეწყვეტის თაობაზე ანგარიშის მიღებისას დონორი გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არ არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურას. მიმღები აუნაზღაურებს დონორს დარჩენილ თანხას დაუყოვნებლივ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. 7. კომპონენტების გამოყენება (1)    მიმღები განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს: (a)  კომპონენტები გამოყენებული იქნება, კერძოდ, საბოლოო გამომყენებლების მიერ, მათ შორის თავად მიმღების მიერ არა კომერციული მიზნებისათვის; (b)   კომპონენტები მოვლილი და გამოყენებული იქნება სწორად და ეფექტურად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერისათვის; და (c)   მიანიჭებს სათანადო გარემოსდაცვით და სოციალურ ყურადღებას ზემოთ (a) პუნქტში აღნიშნულის გამოყენებას. (2) დონორის თხოვნის შემთხვევაში, მიმღები აგენტის მეშვეობით, შეატყობინებს დონორს ზემოაღნიშნულ (a)-ს (1) ქვეპარაგრაფთან მიმართებაში გამოყენების მდგომარეობის შესახებ. თბილისი, 10 მარტი 2015 ________________________                                   ________________________ ტოშიო კაიტან                                                                       ნოდარ ხადური (ხელმოწერა  იაპონიის მხრიდან)                           (ხელმოწერა  საქართველოს მხრიდან) დანართი I დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალი –        შემდეგი თაობის, გარემოსათვის არა მავნე ავტომობილი, როგორიც არის ჰიბრიდი ავტომობილი (HV), შესაერთებელი ჰიბრიდი ელექტროავტომობილი (EV) , ელექტრო ავტომობილი და სუფთა დიზელზე მომუშავე ავტომობილი (CD). –        დაკავშირებული აღჭურვილობა, მასალები, სამოქალაქო საინჟინრო ობიექტები, სატრეინინგო მომსახურება ა სხვა აუცილებელი მომსახურება, რომელიც საჭიროა შემდეგი თაობის, გარემოსათვის არამავნე ავტომობილის ოპერირებისა და მოვლა-შენახვისთვის.. –        საკონსულტაციო მომსახურება დანართი II აგენტის მომსახურებათა სფერო 1.   საჭირო ინფორმაციის მოგროვება და რჩევის მიცემა მიმღებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მიმღების თხოვნის საფუძველზე შესასყიდ კომპონენტებთან დაკავშირებით, ასეთი კომპონენტების მიწოდების ჩათვლით. 2.  კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა. 3.  უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში. 4.       (1)     მიმღებისთვის კომპონენტების სპეციფიკაციების მომზადება, როდესაც ეს აუცილებელია, საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით. (2)       შესასყიდი კომპონენტების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება. (3)       შეთავაზებების რეკლამირება, როდესაც დაგეგმილია საერთა­შორისო საკონკურსო ტენდერების ჩატარება; რეკლამის ტექსტი უნდა შეთანხმდეს (მიმღებსა) და (დონორს) შორის. (4)       შეთავაზებების შეფასება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. (5)       მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე. 5.   ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-3 პუნქტის (2) ქვეპუნქტში. 6.   მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმა­ყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით. 7.  მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 8.   მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, კონტრაქტებში ცვლილებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვ. შესახებ. 9.  მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან. 10.   (მიმღებისა) და (დონორისთვის) შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: (1)       დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით. (2)       წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა. 11. (მიმღებისა) და (დონორისთვის) პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგი­ლზე მიტანის შესახებ. 12.  (მიმღებისა) და (დონორისთვის) ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა გადახდილი თანხა მოცემული კვარტალისთვის. 13.  ავანსების ბალანსის „ანგარიშზე“ გადარიცხვა „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-5 პუნქტის (5) ქვეპუნქტში მოხსენიებული პერიოდის შემდეგ. 14.  დონორისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქტთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქტების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და გახარჯულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები. დანართი III დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი თარიღი : სარეგისტრაციო № : ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს: თანდართული წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურ­ებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებული 12.03.2015 და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებული 12.03.2015 ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები: 1.      შესყიდვის მეთოდი (ჩასვით X სათანადო ადგილას) a.    _______ : საერთაშორისო ტენდერი b.    _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი c.    _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა d.   _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება 2.      პროდუქტები a.    პროდუქტების სახელწოდება: b.    წარმომავლობა: 3.      კომპონენტებისა და გაუთვალისწინებელ მომსახურებათა ღირებულება a.    პროდუქტები: b.    ტრანსპორტირების ღირებულება: c.    საზღვაო დაზღვევა: d.   აგენტის ჰონორარები: e.    სულ (a +b+c+d) : 4.      მომწოდებელი სახელი: მისამართი: მოქალაქეობა: (ქვეყანა, სადაც მომწოდებული რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით) 5.      ტვირთის მიმღები: სახელი: მისამართი: (ხელმოწერა) აგენტი სახელი, თანამდებობა დანართი IV დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი დარჩენილი თანხისთვის (ანაზღაურების პროცედურა) თარიღი : სარეგისტრაციო № საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ადას­ტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“, დათარიღებულის ------------------ და ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“, დათარიღებულის ----------------------- ყველა შესაბამის პირობასა და ვალდებულებას. მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა, ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. 1. ტრანსაქცია 2. შემსყიდველი 3. მომწოდებელი (სახელი) 4. მომწოდებლის მოქალაქეობა 5. ნაწარმი 6. წარმომავლობა 7. გადახდის თარიღი 8. გადახდილი თანხა 9. შესყიდვის მეთოდი 1. 2. 3. 4.  .  .  . ამას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები (თითო ეგზემპლარად) ყოველი ზემომოყვანილი ტრანსაქციისთვის. a. თანხლებული წერილი, შედგენილი მოლაპარაკებების მწარმოებელი/გადამხდელი ბანკის მიერ b. სატრანსპორტო ზედნადები, საფოსტო ამანათის მიღების დამადასტურებელი ქვითარი ან ავიასატრანსპორტო ზედნადები c. ანგარიშ-ფაქტურა ___________________________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (მიმღები) სახელი, თანამდებობა __________________________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (აგენტი) სახელი, თანამდებობა დანართი V კომიტეტის კომპეტენციის სფერო 1.  გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის გრაფიკის შედგენა 2.   გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწი­ლების თაობაზე, და აგრეთვე პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე მოსაზრებათა გაცვლა 3.   იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა 4.   მოსაზრებების გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენებასთან დაკავშირებული საჯაროობის თაობაზე 5.   ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის“ შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას. (ანტიკორუფციულ ზომებზე მოლაპარაკებების ოქმის პროექტი 3) მოლაპარაკებების ოქმი ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 10 მარტი და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ნოტათა გაცვლა”), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 1. ნოტათა გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა: იაპონიის მთავრობას ესმის, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს,  როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის (3) პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ “ნოტათა გაცვლის” მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. 2. ნოტათა გაცვლის მე-5 პარაგრაფის მე-2 ქვეპარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (a) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან ნოტათა გაცვლის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებით, და (b)  საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 3. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. თბილისი, 10 მარტი 2015 ტოშიო კაიტანი                                                        ნოდარ ხადური ________________________                _________________________ (ხელმოწერა იაპონიის მხრიდან)          (ხელმოწერა საქართველოს მხრიდან) იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015 წლის 10 მარტით  დათარიღებული ნოტების გაცვლასთან დაკავშირებით,  რომელიც ეხება იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობას, რომელიც გავრცელდება  საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებებზე, მათი მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი აცნობოს საელჩოს, რომ ხსენებული ნოტების გაცვლის 1 პარაგრაფის შესაბამისად, იაპონური გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული პროდუქტი,  არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015 წლის 10 მარტით  დათარიღებული ნოტების გაცვლასთან დაკავშირებით, იაპონიის არასაპროექტო ტიპის საგრანტო დახმარება (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), რომლის ოდენობაა ------------------- იაპონური იენი. სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტის მე-3 პარაგრაფში მითითებული ანგარიში საქართველოს მთავრობის სახლით გახსნილია ბანკში: Tokyo-Mitsubishi-UFJ. ანგარიშის ნომერია *******. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოხატავს დიდ პატივისცემას იაპონიის საელჩოს მიმართ.