საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.03.2015
ძალის დაკარგვა 16.02.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/19
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 6 აქტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 17 მარტის №01/19 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 08.02.2018
- საქართველოს შრომის კოდექსი საქართველოს კანონი 25.05.2006
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საქართველოს კანონი 25.06.1999
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 31.10.1997
- გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი 10.12.1996
- წიაღის შესახებ საქართველოს კანონი 17.05.1996
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01/19
2015 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 27 ივნისის №01/28 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ფარფალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 6-თვიანი) გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა ;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, internet) ცოდნა.
2.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I,III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“.
3. სააგენტოს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
3.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება, ეკონომიკური ან ფინანსების განხრით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (ORIS, MS office Word, Excel, internet) ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
3.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I.III და IV თავები)
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, IV,V და VII თავები;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
4. სააგენტოს გეოლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
4.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა.
4.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I თავი);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“.
5. სააგენტოს გეოლოგიური განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
5.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უცხო ენის ცოდნა;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა.
5.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“.
6. სააგენტოს ჰიდროგეოლოგიური განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
6.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უცხო ენის ცოდნა;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გეოინფორმაციული ბაზის ჩამოყალიბებაში მუშაობის გამოცდილებას);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Arcgis, Mapinfo, MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა.
6.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I თავი);
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“.