ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.03.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5-20
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის
ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5-20
2015 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის
ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 79-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესი, დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებს.
2. ელექტრონული საქმისწარმოებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებისა, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ბ) ავტორიზაცია – ფონდის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც ფონდის თანაშმრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;
გ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
დ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ფონდში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;
ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა
1. ფონდის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ფონდში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში – განმცხადებელი) ან/და ფონდის ინიციატივით.
2. ფონდში განცხადების წარდგენის შემდეგ, ფონდის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას/ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
5. თუ განმცხადებელი ფონდს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ფონდი განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. ფონდი უფლებამოსილია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცეს.
მუხლი 4🔗.
განცხადების განხილვა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით.
3. განცხადების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
მუხლი 5🔗.
განცხადების განხილვის ვადები
1. განცხადების განხილვისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის მომენტიდან. ელექტრონული დოკუმეტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.