ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5-20 |
|
2015 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
|
2. ელექტრონული საქმისწარმოებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებისა, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა.
ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ბ) ავტორიზაცია – ფონდის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც ფონდის თანაშმრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;
გ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
დ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ფონდში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;
ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
ვ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
2. ფონდში განცხადების წარდგენის შემდეგ, ფონდის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას/ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
5. თუ განმცხადებელი ფონდს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ფონდი განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. ფონდი უფლებამოსილია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცეს.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით.
3. განცხადების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის მომენტიდან. ელექტრონული დოკუმეტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.03.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5-20. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.35.101.016131.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №5-20, 17.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2774835/