შპს"ქობულეთის რაიონული საავადმყოფო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს"ქობულეთის რაიონული საავადმყოფო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
საქმე
№
2/4
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
სასამართლო გადადის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხზე.
კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვეს, რასაც დაეთანხმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.
სასამართლომ
იხელმძღვანელა
„გადახდისუუნარობის
საქმის
წარმოების
შესახებ
“ საქართველოს
კანონის
მე
-4,მე
-5,მე
-7,მე
-8, 27-ე
, 37-ე
, 39-ე
, 55
1
მუხლებით
,საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის 284-ე
, 285-ე
მუხლებით
და
დ
ა
ა
დ
გ
ი
ნ
ა
:
1.
შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.
2.
შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3.
დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
4.
შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” (ს/კ 246954354) გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
5.
განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
6.
განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე აცხადებს: გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განსახილველი დარჩა რამდენიმე მოთხოვნა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის განხილვის გადადება.
კრების მონაწილე მხარეებმა თანხმობა განაცხადეს კრების გადადებაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ
ა
ა
დ
გ
ი
ნ
ა
:
1.
შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს
201
5
წლის
20 მარტს, 15:30
საათზე,შემდეგი დღის წესრიგით:
ა
)
კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება
.
2
. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3
. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.
4
. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის
თავმჯდომარე
: ხელმოწერილია /
გენადი მაკარიძე/
სხდომის
მდივანი
: ხელმოწერილია /
ნოდარ გიორგიძე
/
ასლი სწორია მ/თანაშემწე: ი.ლოსაბერიძე