თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2015 წლის 18 მარტი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვთელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (შემდგომ ტექსტში - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და მის უფლება - მოვალეობებს.
3. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მშენებლობის ნებართის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი, რომელსაც იყენებს ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვას და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრაზე რეკომენდაციების შემუშავებას, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
გ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ვ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
თ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე, ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
კ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანხებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს აქვს შემდეგი განყოფილებები:
ა) არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.
მუხლი 4🔗. განყოფილებების ფუნქციები
1. არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვას და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრაზე რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
დ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
ე) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა სახის დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
2. ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებას და მშენებლობის კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა - პატრონობას;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ზ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანხებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლება - მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე;
4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს ინფორმაციას მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
4. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის შინაგანაწესით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.