საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/40
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების
დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/40
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 აგვისტოს N3/393 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი –– ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი“ (შემდგომში - ნაციონალური ბალეტის დასი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის N528 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის“ უფლებამონაცვლეს.
2. ნაციონალური ბალეტის დასი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. ნაციონალური ბალეტის დასის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი“.
4. ნაციონალური ბალეტის დასის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ნაციონალური ბალეტის დასის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N123.
მუხლი 2🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები
1. ნაციონალური ბალეტის დასის მიზანი და საქმიანობის საგანია:
ა) საკონცერტო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქორეოგრაფიული ხელოვნების, ქართული ქორეოგრაფიული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდა და პოპულარიზაცია;
2. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს:
ა) წარმართოს შემოქმედებითი და სხვა სახის საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ნაციონალური ბალეტის დასის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ნაციონალური ბალეტის დასის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ზ) შეიმუშაოს ნაციონალური ბალეტის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ნაციონალურ ბალეტში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლას და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები;
ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად;
კ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ლ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად.
3. ნაციონალური ბალეტის დასს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა ) უძრავი ქონების შეძენა , გასხვისება და დატვირთვა;
ბ ) სესხის აღება;
გ ) თავდებობა;
დ ) ნაციონალური ბალეტის დასის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ნაციონალური ბალეტის დასის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ნაციონალური ბალეტის დასი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას დასის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის მართვა და სტრუქტურა
1. ნაციონალური ბალეტის დასის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ნაციონალური ბალეტის დასს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
4. დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
5. ნაციონალური ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ნაციონალური ბალეტის დასის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ნაციონალური ბალეტის დასის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ნაციონალური ბალეტის დასს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) უზრუნველყოფს ნაციონალური ბალეტის დასის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ე) ადგენს ნაციონალური ბალეტის დასის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
6. ნაციონალური ბალეტის დასის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) ნაციონალური ბალეტის დასის სახელით დებს გარიგებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ბ) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
დ) ამტკიცებს ნაციონალური ბალეტის დასის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
ე) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.
მუხლი 4🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის ქონება
ნაციონალური ბალეტის დასს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ნაციონალური ბალეტის დასის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 5🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლი
1. ნაციონალური ბალეტის დასის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს ნაციონალური ბალეტის დასის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის დაფინანსების წყაროები
1.ნაციონალური ბალეტის დასის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, აგრეთვე, შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი დამატებითი სახსრები აუცილებელი კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად;
ბ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ნაციონალური ბალეტის დასის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების კულტურული მომსახურების გაწევით;
გ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
დ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ე) ნაციონალური ბალეტის დასის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ვ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ნაციონალური ბალეტის დასში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დასის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ნაციონალური ბალეტის დასის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ნაციონალური ბალეტის დასი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. ნაციონალური ბალეტის დასის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ნაციონალური ბალეტის დასის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნაციონალური ბალეტის დასის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9🔗.
ნაციონალური ბალეტის დასის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ნაციონალური ბალეტის დასის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.