📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016578
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,383 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 02.05.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 29.08.2023 საქართველოს სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 26.08.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 97% 25.03.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №73 2015 წლის 19 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №161 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ანტიკორუფციულ საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე. 3. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხებზე დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტ­რი­სათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება; ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და კანონპროექტების შემუშავება; გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით (სისხლის სამარ­თალი, კორუფციასთან ბრძოლა, ღია მმართველობა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორ­დინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო­ს ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგ­ლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალი­ტი­კური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება; ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის კოორდინირება ეროვნულ დო­ნეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის ­სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების გან­ხორციელების ხელშეწყობა;  ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა,  კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა; ზ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში დონორთა კოორდინაცია; თ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამარ­თ­ლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების, აგრეთვე სახელმწიფოთა კა­ნონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოების პრაქტიკის ანალიზი; ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასება და მონი­ტორინგში მონაწილეობა; კ) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაცია,  ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით, მოლაპა­რაკებების წარმოება, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ურთიერთობა; ლ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სტრატეგიული განვითარების სამმართველო; ბ) კვლევისა და ანალიზის სამმართველო. მუხლი 8🔗 1. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტ­რი­სათვის რეკომენდაციების მომზადებასა და წარდგენას, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებასა და კანონპროექტების შემუშავებას; ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და კანონპროექტების შემუშავებას; გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით (სისხლის სამარ­თალი, კორუფციასთან ბრძოლა, ღია მმართველობა და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებას; დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორ­დინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო­ს ფუნქციების განხორციელებას, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგ­ლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას, ანალი­ტი­კურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას; ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულებას, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და პერიოდული ანგარიშების მომზადებას; ე) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის კოორდინირებას ეროვნულ დო­ნეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის ­სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების გან­ხორციელების ხელშეწყობას;  ვ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში დონორთა კოორდინაციას; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას: ანგარიშგებას, საერთაშორისო წარმომადგენლობას, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონი­ტორინგში მონაწილეობას. 2. კვლევისა და ანალიზის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობასა და შედეგების ანალიზს; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას,  კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვას; ბ) სამართლებრივი კვლევების მომზადებას; საერთაშორისო სამარ­თ­ლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების, აგრეთვე, სახელმწიფოთა კა­ნონმდებლობის კვლევას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოების პრაქტიკის ანალიზს; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას: ანგარიშგებას, საერთაშორისო წარმომადგენლობას, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონი­ტორინგში მონაწილეობას; დ) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაციას,  ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით მოლაპა­რაკებების წარმოებას, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობას, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებსა და მოსაზრებებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად; მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ო) ასრულებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივნის ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს; დ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების  შესრულებას. აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს მრჩევლები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაოს აღწერილობებით. 3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.