1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.
2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:
ა) ცენტრის დირექტორი;
ბ) ცენტრის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ეკავოს ამავე ცენტრის სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით