შპს"ჯორჯიან ფორისტი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1999-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

    საქმე  2/1999-14

 

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

2015 წლის 12 მარტი                                                                 

ქ. ქუთაისი

 

    კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

    კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

     

კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:

განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ დირექტორი: აკაკი თოდუა, წარმომადგენლები: ირმა ტოგონიძე და პავლე აბოვიანი;

გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;

კრედიტორები: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე; სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ჯონი ტალახაძე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 

1.    შპს ,,ჯორჯიან ფორისტის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 201 5 წლის 24 მარტს, 17:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;

2 .  კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 .  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4 .  განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

       სხდომის თავმჯდომარე :                              / გენადი მაკარიძე/

 

         სხდომის მდივანი :                                      / ნოდარ გიორგიძე /