შპს "ბლექ სი ინვესტი"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/647
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2015 წლის 12 მარტი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ, ნოდარ გიორგიძის მდივნობით, შპს ,,ბლექსი ინვესტის’’ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ბლექ სი ინსვეტის’’ მიმართ.
2015 წლის 10 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება (განცხადება) შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე გადაწყევტილებას მხარი დაუჭირეს მომრიგებელი საბჭოს წევრებმა და განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, რის გამოც ითხოვენ შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტას. მოთხოვნას დაეთანხმნენ კრებაზე მონაწილე კრედიტორები.
სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ;გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი, ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
სასამართლო სხდომაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მათ შეისწავლეს კომპანიაში არსებული ვითარება და მიზანშეწონილად მიაჩნიათ შეწყდეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-მე-9, 33-ე-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. მაკარიძე