ს.ს "ხაშური-სამგზავრო"-განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,ხაშური-სამგზავროს”
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ხაშური-სამგზავროს“ სამეთვალყურეო საბჭო გაცნობებთ, რომ 2015 წლის 15 აპრილს მოწვეულია სს „ხაშური-სამგზავროს“ აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგების განხილვა;
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
3. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა და წესდების ახალი რედაქციის მიღება;
4. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტების განსაზღვრა;
5. აუდიტორის არჩევა;
აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2015 წლის 15 მარტი.
აქციონერთა საერთო კრება გაიმართება ქ. ხაშურში, გორგასლის ქ. №32-ში 12 სთ-ზე.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ზ. ციხელაშვილი