აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2015
ძალის დაკარგვა 14.08.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 20 მარტი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივითვი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის თანდართული ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. საფინანსო ორგანო – აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე.
2. გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. თანხების ასახვა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 2🔗
ეს წესი განსაზღვრავს:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების მექანიზმს.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს.
თავი II
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელება
მუხლი 3🔗
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
მუხლი 4🔗
1. გადანაწილების უფლება აქვს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს - აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე).
მუხლი 5🔗
გადანაწილება ასახული უნდა იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა.
თავი III
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა
მუხლი 6🔗
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში.
2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
მუხლი 7🔗
განსახორციელებელი ცვლილებები (თანხების ასახვა) აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ბიუჯეტში ცვლილების სახით) 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.
თავი IV
მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები
მუხლი 8🔗
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
თავი V
სხვა მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 9🔗
1. გადანაწილების ან/და თანხების ასახვა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა აცნობოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.