ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 20.05.2016
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 324 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2015 მიღება
20.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2015 წლის 19 მარტი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:   ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი - Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი - C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - K. მუხლი 2🔗 ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.  მუხლი 3🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100 მუხლი 4🔗 მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img  x  ITL  x  C  x  K, სადაც: ა) Img - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს - 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს; გ) C - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია - 0,24 ლარით; დ) K - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია - 100-ით; ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). მუხლი 5🔗 დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარით; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - 3,00; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში - 5,00 ლარით; დ) დასახლებათა შორის არეალებში - 2,50 ლარით“. მუხლი 6🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე  განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ  / ლ. ლორთქიფანიძემ/. მუხლი 7🔗   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი