ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2015
ძალის დაკარგვა 03.02.2016
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 719 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2015 მიღება
03.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,28 1
ახალციხის მუნიციპალიტეტის ზონირების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა 1,1
შუალედური ზონა 1,0
პერიფერიული ზონა 0,9
0,45 0,9
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2015 წლის 20 მარტი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“  ქვეპუნქტის, 151-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი,  დანართი 1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (გარდა ქ. ვალის ადმინისტრაციული ერთეულისა) ზონირება, დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქ. ვალეს ადმინისტრაციული ერთეულისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი,  დანართი 3-ის მიხედვით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულში  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულში  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1  კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K,  სადაც: 1. CN  -  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG -  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალესათვის უდრის 0,28-ს; 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და  უდრის 1,0-ს. 4. C  -  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია. 5. K  -  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით: IMG ITL C K CN(ლარი) 0,28 1 0,24 50 3,36 დანართი 2 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (გარდა ქალაქ ვალეს ადმინისტრაციული ერთეულის) ზონირება ახალციხის მუნიციპალიტეტის ზონირების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა 1,1 სოფლები: აწყური, აგარა, კლდე, წნისი, ზ/სხვილისი, სხვილისი, მინაძე,ჭაჭარაქი, ღრელი, ზიკილია, საყუნეთი, ფერსა, გიორგიწმინდა, მუგარეთი,ივლიტა, შუალედური ზონა 1,0 სოფლები: ტყემლანა, წირა, წყრუთი, მიქელწმინდა,   მუსხი, წყალთბილა, დ/პამაჯი, პ/პამაჯი, ურაველი, აბათხევი, ნაოხრები, პერიფერიული ზონა 0,9 სოფლები: თისელი,გურკელი,წინუბანი  (აგარის ტერიტორიული ორგანო), სვირი, ბოგა, ტატანისი, ანი, ელიაწმინდა, ჭვინთა, წინუბანი (წყალთბილის ტერიტორიული ორგანო),  ჯულღა,  ორალი, ყულალისი, საძელი, ხაკი, ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი. დანართი 3 ახალციხის მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულისა)  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. ვალის ადმინისტრაციული ერთეულისა)  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1  კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K,  სადაც: 1. CN  -  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG -  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,45. 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც   უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის -1,1; ბ) შუალედური ზონისათვის -1,0; გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,9. 4. C  -  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია. 5. K  -  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 25-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქ. ვალეს ადმინისტრაციული ერთეულისა) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით: ცენტრალური ზონა IMG ITL C K CN(ლარი) 0,45 1,1 0,24 25 2,97 შუალედური ზონა IMG ITL C K CN(ლარი) 0,45 1,0 0,24 25 2,70 პერიფერიული ზონა IMG ITL C K CN(ლარი) 0,45 0,9 0,24 25 2,43 მუხლი 3🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ახალციხის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს. მუხლი 4🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ახალციხის მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. ვალის ადმინისტრაციული ერთეულისა) შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.